ჩეხეთის პრეზიდენტმა კიდევ 60 მოქალაქეს დართო ნება იბრძოლოს უკრაინის მხარეს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უკრაინის არმიის რიგებში შესვლის უფლება მისცა. ამის შესახებ იტყობინება ჩეხეთის რადიო პაველის პრესმდივნის, ფილიპ პლატოშზე დაყრდნობით. მთლიანობაში, ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო 181 განცხადება უკრაინის მხარეზე ბრძოლის ნებართვის მოთხოვნით. ჩეხეთის კანონებით, პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. როგორც ჩეხური მედია წერს, ეს არ არის […]

რამდენ ლარში შეიძენთ დოლარს და ევროს 3 ნოემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7427 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9595 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0215 ლარი შეადგინა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო […]

ქვეყნები, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ცდებიან დაგეგმილ ბიუჯეტს – კვლევა

ბრიტანულმა კომპანია Good Travel Management-ის კვლევის თანახმად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მოგზაურებს წინასწარ გაწერილ ბიუჯეტზე მეტის დახარჯვა უწევთ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელ მოგზაურთა მხოლოდ 1/3 ახერხებს, რომ დანახარჯები სამოგზაურო ბიუჯეტში ჩატიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლევის თანახმად, საშვებულებო ხარჯებმა ბოლო წლებში რეკორდულ დონეს მიაღწია. ევროპული ქვეყანა, სადაც მოგზაურებს ყველაზე ხშირად უწევთ დაგეგმილზე მეტი ფულის დახარჯვა, ფინეთია. კვლევის […]

რამდენდენად რეალურია ერთ საარჩევნო ცილკში სიღარიბის 2/3-ით შემცირება?

საქართველოს მთავრობა 2028 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გეგმავს. პრემიერი ამბობს, რომ ოთხ წელიწადში თითქმის 300 ათასი ადამიანი დააღწევს სიღარიბეს თავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ გეგმის განხორციელება რეალურია, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში. მთავრობის გეგმით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის 150 000-მდე შემცირდება. 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის […]

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სტადიონის აშენებაში 3 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს | დეტალები სახელმწიფო საიდუმლოა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სტადიონის აშენებაში 3 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელწიფო შესყიდვების სააგენტოზე შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 9 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.8 მილიონი ლარი. პირობებში წერია, რომ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირს. ტენდერში […]

ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – ზელენსკი

ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – ზელენსკი ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები კვლავ იყენებენ ჩინური, ევროპული და ამერიკული […]

„რუსთავის აზოტი“ ახალი პროდუქტის წარმოებას მომდევნო წლიდან გეგმავს – როგორია კომპანიის გეგმები?

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, კომპანიას დიდი გეგმები აქვს და უკვე დაწყებულია ახალ პროექტებზე მუშაობა. მან BMG-სთან საუბრისას ორი პროექტი გამოყო, რომლებზეც უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტები გაფორმებულია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ლევან ბურდილაძის თქმით, ოპტიმისტური გათვლებით, მომდევნო წლის ბოლოდან დაიწყება ახალი პროდუქტის – ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება […]

საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს

საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს შვეიცარული გამოცემა „DIE WELRWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. „საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. […]

ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება – ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან

26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და „ქართული ოცნების“ ასრულებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, არჩევნებს გაყალბებას საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. „ამ სიუჟეტებში მრავლობითი სქემებია ახსნილი სწორედ დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, რომელზეც ჩვენ, […]