რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის – ჯო უილსონი

რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის – ჯო უილსონი ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს. როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“. “რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი […]

ბრიტანეთში დიდი პარტიის ლიდერად პირველად აირჩიეს შავკანიანი ქალი

ბრიტანეთში დიდი პარტიის ლიდერად პირველად აირჩიეს შავკანიანი ქალი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ თავის ლიდერად აირჩია თემთა პალატის 44 წლის წევრი კემი ბადენოკი. ის გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგება დიდ ბრიტანულ პარტიას. მან შეცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომლის კაბინეტში ბადენოკი იყო წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრი და თანასწორუფლებიანობის მინისტრი. სუნაკის დროს კონსერვატორებმა არჩევნებში თავიანთ ისტორიაში […]

ესტონეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა განიხილება

ესტონეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა განიხილება ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და პარტია „რეფორმების“ თავმჯდომარის, კრისტენ მიხალის განცხადებით, მთავრობის მიზანია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რათა ესტონეთში მცხოვრებმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გასამართ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ. რიიგიკოგუს (პარლამენტის) საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის, ჰენდრიკ ტერასის განმარტებით, ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებით, ხმის მიცემის უფლება მოქალაქეობის არმქონე […]

გენერალი სირსკი: “უკრაინა აკავებს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ შეტევას ომის დაწყების შემდეგ”

„რუსეთის არმია ახორციელებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსთან კარელ ჟეგკასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა: „ჩემს ჩეხ კოლეგებს ვაცნობე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, რომელიც კვლავაც მძიმეა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით გრძელდება, მოითხოვს უკრაინული დანაყოფების რესურსების მუდმივ განახლებას. […]

მსოფლიოს უმსხვილესი კინოფრენჩაიზები შემოსავლის მიხედვით – რეიტინგი

2024 წლის 9 თვის მდგომარეობით, მსოფლიოში მხოლოდ ორი კინოფრენჩაიზი არსებობს, რომელთა შემოსავალმაც ათ მილიარდ დოლარს გადააჭარბა – Statista-ს პუბლიკაცია კინოინდუსტრიის იმ 12 ყველაზე წარმატებულ პროექტს განიხილავს, რომლებმაც, ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დღემდე, ბილეთების გაყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი გამოიმუშავეს. ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინოფრენჩაიზი “მარველის კინოსამყაროა”, რომელიც მსოფლიოში ყველასათვის ნაცნობ სუპერგმირებს 1930-იანი წლებიდან ქმნის. The Walt Disney […]

ერთი უცხოელი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ $686-ს ხარჯავს – როგორია სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული. ტურიზმის შემოსავლის ვიზიტების სტატისტიკაზე გაყოფით შესაძლებელია მიახლოებული თანხის მიღება, რასაც საქართველოში ერთ ვიზიტზე ხარჯავენ, 2024 წლის 9 თვეში ეს დანახარჯი 686 დოლარს შეადგენდა. […]

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური პერსპექტივა სავსეა რისკებით – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივა განაახლა. მოხსენებაში 3 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი. პირველი: შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (MENA) და კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) რეგიონებში ზრდა მოსალოდნელია გაძლიერდეს უახლოეს პერსპექტივაში. “ჩვენი 2025 წლის პროგნოზებს მნიშვნელოვანი გაფრთხილებები ახლავს თან. მიმდინარე წელი რთული იყო. კონფლიქტებმა ადამიანებისთვის დამანგრეველი ტანჯვა გამოიწვია. გარდა […]

ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა საქართველოს არჩევნებში?

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები კვირაზე მეტია კამათისა და განხილვის საგანია. როგორ ჩანს დასავლეთიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ამ და სხვა თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან და საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადება […]

უცხოური გოლები… ბათუმელებმა თელაველებს მოუგეს, “დილა”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. “დინამო ბათუმმა” “თელავს” მოუგო, ხოლო ზედა სამეულისგუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა: გორის “დილამ” და ქუთაისის “ტორპედომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მოკლედ, დღეს ჯამში სამი გოლი გავიდა და სამივე უცხოელებმა გაიტანეს. დილა 1:1 ტორპედო მთავარმა მეგოლეებმა გაიტანეს. ჯერ ტორპედოელმა ბიორნ იონსენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში დაარტყა და სეზონში 21-ე ბურთი […]

ნაკლები დრიბლინგი და მეტი გოლი ხვიჩასგან – როგორი იქნება “ატალანტასთან” “ნაპოლის” შემადგენლობა?

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში ლიდერი „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ კომენტარი ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ გააკეთა: „ატალანტა“ მრავალი წლის მანძილზე ერთი და იგივე ფეხბურთს თამაშობს. სიახლე ისაა, რომ მათი შემადგენლობა უფრო ღრმა გახდა, ხარისხი აიმაღლეს და ხშირად იმარჯვებენ. მათ სტილთან ძნელია დაპირისპირება და ბევრი მიბაძავს. გადამწყვეტი იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია? როდესაც მკაცრად გმეურვეობენ, მთავარია […]