შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ

ის პარასკევები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მგონი, უბრალოდ, მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე – ის ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას. პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დიპლომატებისადმი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ცნობილია, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს

ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოველმა ხალხმა აირჩია გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. „მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური […]

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ცესკოს მდივნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ აღნიშნულმა პირებმა შეასრულეს. კერძოდ, მისივე თქმით, ცესკომ არ […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ არჩევნებზე კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ – მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა!

ნურავინ იტყუებს თავს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებზე ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ. მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ადგილზე უნდა იყოს ქართველი ხალხის ვერდიქტით. „თუ ფიქრობენ, რომ […]

ჯოზეფ ბორელი – მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება, აშენონ ევროპული მომავალი

მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი. „მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას“, – წერს ბორელი. […]

შალვა პაპუაშვილი – მოლდოვაში ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება, რას ფიქრობს საია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარ პოულობს ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და იმ ხავსს ეჭიდება, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია ნანახი აქვს. პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან. „უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, […]

ზელენსკიმ სანდუს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს მიულოცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მოლდოვის ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის პარტნიორობის განმტკიცებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს და აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. ზელენსკის თანახმად, მხოლოდ ნამდვილ უსაფრთხოებას და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია თითოეულ ადამიანს […]

ჩემი ხმა ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ეს განცხადება კოალიციის სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე გააკეთა და არჩევნების გაყალბების სქემის, ფორმირებისა და გაყალბების პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირთა შესახებ ისაუბრა. ლონდა თოლორაიას თქმით, ამ ეტაპამდე გასაჯაროებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო ადმინისტრაციამ […]

ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე ევროპის ჩემპიონები არიან

ზურაბ სტურუამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის და მეხუთედ მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული! ზურაბი, მთელი ტურნირის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა და საბოლოოდ ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს. ქართველმა დიდოსტატმა ცხრა შეხვედრაში ექვსჯერ იზეიმა გამარჯვება და მხოლოდ სამი პარტია დაასრულა ყაიმით. აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუა აქამდე ოთხჯერ ფლობდა ევროპის ჩემპიონის ტიტულს 50+ ასაკი სენიორთა […]

საქართველოს U20 და U23 ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 38 მედლით დაასრულა

საქართველოს U20 და U23 ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 38 მედლით დაასრულა. გარდა ამისა როგორც 20 ისე 23 წლამდე ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს. შედეგები: U20 გოგა ჯაჯვანი (89 კგ.) – ატაცი ოქრო, აკვრა ვერცხლი, ორჭიდი ვერცხლი გურამ ვეკუა (109 კგ.) – ატაცი ვერცხლი, აკვრა ოქრო, ორჭიდი ვერცხლი გიგა ოდიკაძე (61 კგ.) – ატაცი […]