ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე ევროპის ჩემპიონები არიან

ზურაბ სტურუამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის და მეხუთედ მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული!
ზურაბი, მთელი ტურნირის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა და საბოლოოდ ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.
ქართველმა დიდოსტატმა ცხრა შეხვედრაში ექვსჯერ იზეიმა გამარჯვება და მხოლოდ სამი პარტია დაასრულა ყაიმით.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუა აქამდე ოთხჯერ ფლობდა ევროპის ჩემპიონის ტიტულს 50+ ასაკი სენიორთა შორის – 2015; 2016; 2019; 2023 წლებში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი იგივე ასაკობრივ კატეგორიაში 2014; 2019 და 2022 წლებში იყო.
მიხეილ კეკელიძემ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის
თბილისელი დიდოსტატი თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ 9-იდან 7 ქულით პირველობა გაინაწილა ედვინ ვან ჰაასტერტთან (ნიდერლანდები) და მარტინ მრვასთან (სლოვაკეთი) ერთად.
დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული კეკელიძემ დაისაკუთრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება