შალვა პაპუაშვილი – წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, რათა მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა – ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა

ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება – წინა არჩევნებზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, ბიურო, რათა მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა – ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში […]
შალვა პაპუაშვილი – საქართველო ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისია – აქ რომ არეულობა ყოფილიყო, როცა ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი, მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ

ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი – აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა […]
შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარიას სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს

არ არის სერიოზული ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც პრემიერი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, არჩევნებში ე.წ. პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სახელით მეილები მიუვიდათ საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს. […]
მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება თითოეული თქვენგანის ხმით, ერი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს – სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, აცხადებს, რომ ყველა მოლდოველის პრეზიდენტი იქნება. როგორც არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სანდუმ აღნიშნა, მოლდოვამ გაიმარჯვა, ქვეყნის მოქალაქეებმა კი დემოკრატიის ისეთი გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს. „მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება თითოეული თქვენგანის ხმით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაერთიანებულებს შეგვიძლია, […]
„მოსალოდნელია, რომ წელს ბანკების მოგება 3-მილიარდიან ზღვარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია”- დავით რუსია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-სექტემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომერციულმა ბანკებმა ცხრა თვე 2 301 830 000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა – „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“. საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის დავით რუსიას თქმით, საბანკო სექტორის მოგების მაქსიმუმამდე ზრდა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო. სეისმოლოგების ცნობით, თბილისის დროით 09:32 საათზე, დაბა ჯავასთან, დასავლეთით 11კმ-ში, სოფელ აბანოსთან 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
“ოპოზიციის ვერაფერი გავიგე, თუ არსებობს საერთოდ ჯანსაღი ოპოზიცია საქართველოში” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “გავიგე, რომ “ოცნებამ” არჩევნები გააყალბა, (არც იყო სხვა მოლოდინი) გავიგე, რომ მონობას და საბჭოთა რეჟიმს გვაგუებენ. გავიგე, რომ სიმართლეა, რაც გუშინდელი ეთერით ვიხილეთ… ოპოზიციის ვერაფერი გავიგე, თუ არსებობს საერთოდ ჯანსაღი ოპოზიცია საქართველოში… ოპოზიციაც რომ იქით იყოს, რას ფიქრობს ჯანსაღი მასა… რა პოზიცია უჭირავს მორწმუნე მრევლს… […]
ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

დღეს, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, სხვადასხვა მარშრუტით, მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების საერთო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს. „მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, […]
საქართველოში, გამთენიისას, ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში გამთენიისას ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 04:08 საათზე თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო. რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, ის 05:32 საათზე მოხდა და ეპიცენტრი დაბა ჯავა იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ […]