გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღომს, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 12:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მსხალდიდი, ქვემო ლისი, ვარდის წყარო […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურის მონაწილეები წინანდალს, ყვარელს, მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს ესტუმრებიან. “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. […]
რუსული ეკლესია სიკვდილით დასჯის შემოღებას მხარს უჭერს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც პუტინის რეჟიმისა და საქართველოში მისი აგენტურის მსგავსად, ხშირად იყენებს პროპაგანდისრულ ნარატივს ქართველებთან “ერთმორწმუნეობის” თაობაზე, არაა წინააღმდეგი, ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა დაწესდეს. პატრიარქი კირილი ამ პოზიციის გასამართლებლად იმაზე აპელირებს, რომ “ქრისტე სიკვდილით დასჯას არ გმობდა”. “რა თქმა უნდა, ეს უკიდურესი სასჯელია. იდეალური იქნებოდა, ადამიანები არ სჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, რომლისთვისაც […]
,,ყოველგვარი პათეტიკის გარეშე“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – დღეს ყველა მოკავშირე უნდა ვიყოთ ერთად. პოლიტიკურად გაკოტრებული რუსული ოცნება ჩვენი თუნდაც დროებითი ერთობის შიგნიდან გატეხვას ცდილობს ჩვენ შორის ინტრიგების, შურის და მტრობის ჩამოგდების გზით, უიმედობის და სასოწარკვეთის მორევში უნდა გამარჯვების გზაზე მდგომი ხალხის ჩათრევა. დიახ, გამარჯვების, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, თუ ერთობა არ დაირღვევა. ასე ახლოს […]
,, გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები. ახლა ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის […]
დავით მათიკაშვილი – მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება

ეს ადამიანი ფსევდო დიპლომატია, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არა თუ დიპლომატის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს მათ – ალბათ, მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება! , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა. მათიკაშვილმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას „ამაზრზენი“ და „სამარცხვინო“ უწოდა. “როცა […]
ხმების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

ხმების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, ხმების 44,67% მოიპოვა. შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა.
ხარკივზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალები კვირას, 3 ნოემბერს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივსა და მის მიმდებარე რეგიონს, მართვადი საჰაერო ბომბებით თავს დაესხა. შედეგად, მინიმუმ, 15 ადამიანი დაშავდა, – განაცხადა ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა. თავდასხმამ დააზიანა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტის ფანჯარა, ორი სუპერმარკეტი, კაფე, 21 ჯიხური და სავაჭრო ცენტრი. ხარკივში დაშავებულთა შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა

საქართველოში სასტუმროების რაოდენობის ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში სასტუმროების რაოდენობა 1%-ით 1200-მდე გაიზარდა, ხოლო ნომრების რაოდენობა 4%-ით 36 742-მდე. „სებ-ის მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მლრდ აშშ დოლარს […]
საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს – სებ-ი

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. „იმისათვის, რომ ფინტექ-სტრატეგიაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული თითოეული დაინტერესებული მხარის ინტერესი, საქართველოს ეროვნული ბანკი სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს და […]