2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები განვახორციელეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – თამთა სოფრომაძე

სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა როდესაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით და ვავსებდით სავალუტო რეზერვებს, 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები გავაკეთეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ ჩვენი რეზერვები, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში. იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული, ახლა მოგვცა შესაძლებლობა, საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის […]
„ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით“ – მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შეიკრიბება. „ხვალ დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და გავმართოთ დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ, ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება“, – ამბობს იგი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მან ასევე თქვა, რომ […]
ნიკა მელია აქციაზე – ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე – იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს. ნიკა მელიას თქმით, უკან დახევა არ იქნება. “ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, 14:00 […]
ლევან ცუცქირიძე – ყველაზე მთავარი მიმართულება არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა – თუ ჩვენ ვიქნებით 10 ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი – ყველაფერი გამოგვივა

თუ ჩვენ ვიქნებით 1000 – ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით 10 ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება. „ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება: […]
რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული – პოლიციაა განლაგებული პარლამენტის შენობის შესასვლელებთანაც

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. საპოლიციო ძალები არიან საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც. ამასთან, პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტილია, სადაც საპატრულო პოლიცია არის განლაგებული. რაც შეეხება აქციას, ის ცოტა ხნის წინ დაიწყო. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.
ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არჩევანი ხილვადია – საია

თეთრიწყაროს სასამართლოზე, ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ეს მოსამართლის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა. “მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის […]
გიორგი ვაშაძე – პროტესტი პერმანენტული იქნება, პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება

პროტესტი პერმანენტული იქნება – პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას. “პროტესტი პერმანენტული იქნება. იქნება სისტემური, კომპლექსურად […]
გიორგი მარგველაშვილი – პროტესტი მოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით

პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. “პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, […]
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხანში აქცია უნდა დაიწყოს, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. პარლამენტთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით ცოტა ხანში […]
ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონ ჰუი მიიღო, რომელიც რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე, 1-ელ ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს […]