ოთარ ზურაბიშვილი – ეს მოპარული არჩევნებია, გამოსავალი რა არის? – ქუჩა, აქ უნდა ვიყოთ ყოველ დღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება სინამდვილეში არის ხალხი და ხალხის ხმა

ეს მოპარული არჩევნებია, მეტი არაფერი. გამოსავალი რა არის? – ქუჩა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ხალხი ქუჩაში უნდა იყოს ყოველდღე, რადგან ხელისუფლებამ ნახოს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ხალხი და ხალხის ხმაა. „სხვა გამოსავალი არ არის. არჩევნები და ხმები მოგვპარეს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ელექტორალური, ხმების […]

ტატო ქელბაქიანი – მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს გაყალბების აშკარა ტენდენცია

წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს [გაყალბების] აშკარა ტენდენცია, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმის“ წარმომადგენელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. ტატო ქელბაქიანის განცხადებით, არავის აქვს იმედი, რომ ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თავად გამოიძიებს. „ყველაფერზე მტკიცებულებებს ითხოვენ და მტკიცებულებებს რომ წარადგენ, მერე კიდევ ითხოვენ მტკიცებულებებს. ჩვენ ფოტო-ვიდეო მასალა იმ […]

ირანის პრეზიდენტი: ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა იმოქმედოს თეირანის პასუხზე ისრაელის დარტყმების მიმართ

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ამბობს, რომ თუ ისრაელსა და რეგიონში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმების ინტენსივობაზე – იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მკაცრი პოზიცია შეინარჩუნა 3 ნოემბერს ლიბანთან საზღვრის ახლოს განხორციელებული ვიზიტისას – მისი განცხადებით, […]

ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა

ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. ირკვევა, რომ მათ ამომრჩევლთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს. ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმის “ჯეოფაქტის” ინფორმაციით, ჟვანიას მიერ გავრცელებულ ქარდზე, რომელიც მეტრეველმაც გააზიარა, აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან. ამით იქმნება შთაბეჭდილება, […]

“სიტი” “რეალის” თავდამსხმელის 150 მილიონად შეძენას გეგმავს

კატალონიური “სპორტის” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” ისევ დაინტერესდა “რეალის” 23 წლის თავდამსხმელ როდრიგოთი. ინგლისური კლუბი მზადაა ბრაზილიელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა არაა გამორიცხული, მოლაპარაკებისას სატრანსფერო თანხა 170 მილიონამდე გაიზარდოს. თავად როდრიგო “რეალში” კილიან მბაპეს გადასვლის შემდეგ გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. მისი სატრანსფერო ფასი 110 მილიონია, გამოსასყიდი 1 მილიარდი, ამ სეზონში კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა […]

“სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროინტეგრაცია” – რა შეუწყობს ხელს მეტი ინვესტიციის მოზიდვას?

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროინტეგრაცია ის ორი მთავარი ფაქტორია, რაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას გაზრდის და შესაბამისად, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. “ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ევროინტეგრაცია ხომ […]

საქართველოს საელჩო ესპანეთში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ესპანეთში ინფორმაციას ავრცელებს: „ძვირფასო თანამემამულეებო, კატალონიის ავტონომიურ რეგიონში უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმების გამო მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა. გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი გამაფრთხილებელ შეტყობინებებს და თავი შეიკავოთ ბარსელონასა და მიმდებარე ქალაქებში გადაადგილებისგან, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: + 34 635 230 425

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმების ინფორმაციით, ბათუმში მეხუთე სართულიდან ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი კი, სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მათ გამოკვლევები უტარდებათ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ცნობისთვის, ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ერთ-ერთი კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი ოთხი […]

საია – თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, – წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“. თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და […]

თინა ბოკუჩავა – ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა – ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა. ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არ აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, აუცილებელია აქტიური პროტესტი, რათა ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს არაღიარების პოლიტიკა, როცა ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად […]