ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც საარჩევნო დავებს განიხილავენ – სასამართლოს გუშაგი

სასამართლოს გუშაგმა შეისწავლა, თუ რომელი მოსამართლეები განიხილავენ საარჩევნო სასამართლო დავებს. ორგანიზაციის ცნობით, 26 უვადოდ დანიშნული, ხოლო – 4 ახლად დანიშნული მოსამართლეა. სასამართლოს გუშაგის ცნობით, 30 მოსამართლიდან ცხრა2013 წლამდე იყო მოსამართლე; 21 კი – დაინიშნა 2013 წლის შემდგომ პერიოდში. “კერძოდ, მას შემდეგ, რაც მმართველობაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ცვლილებების განხორციელება დაიწყო”. მოსამართლეები, […]

მამუკა ხაზარაძე – მეკითხებიან, რა არის გეგმა? – გეგმა ვართ ჩვენ – გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს – ამ ფალსიფიცირებულ პარლამენტში არ შევალთ, ისხდებიან მარტო კეთროვანებივით

გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში , – ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს. „სულ მეკითხებიან რა არის გეგმა, გეგმა ვართ ჩვენ, ჩვენ […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ქურდი თავის შანტრაპასთან ერთად – ვისაც ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე!

მინდა ბიძინა ივანიშვილმა გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ის დგას მართალ მხარეს, „იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის – არც ბიძინას, […]

სალომე ზურაბიშვილი – მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება

მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მაია სანდუმ […]

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ერა, სადაც ხელისუფლებების ცვლილება არის ჩვეულებრივი მოვლენა

ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, რომლის მითვისებასაც ცდილობენ, ეს უნდა დასრულდეს საქართველოში , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა და ეს იცის „იმ ხალხმაც, რომელსაც ახლა ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები“. „დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს. არცერთი წამით ვინმეს ამაში […]

ნიკა მელია – ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა – ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!

ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა. “კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის […]

კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის – ალისონმა შეიძლება “ლივერპული” დატოვოს

32 წლის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა შეიძლება “ლივერპული” დატოვოს, – ამის შესახებ თურქული Futboo იტყობინება. გამოცემის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე სტამბოლური კლუბიდან ურუგვაელი ფერნანდო მუსლერა წავა, მის შემცვლელად ალისონის კანდიდატურას განიხილავენ, ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მიზნის მისაღწევად “ლივერპულს” საკმაო თანხას შესთავაზებენ. “გალათასარაი” იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში შუამავალი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი იქნება, რომელიც მათ გუნდში […]

„არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია” – ფონ დერ ლაიენი ზურაბიშვილს ესაუბრა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „შემაშფოთებლად“ აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპელ მეგობრებს სჭირდებათ იხილონ „კონკრეტული ქმედებები“ საქართველოს მთავრობისგან. „არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება ვნახოთ კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობისგან”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ექსში“, მანამდე კი […]

ყოველდღე ვიქნებით ქუჩაში, ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით – მელია

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს. ნიკა მელიას თქმით, უკან დახევა არ იქნება. “ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, 14:00 […]

კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, რადგან დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში – ზვიად ჭუმბურიძე

„კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამერიკისა თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. „ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ასიათასობით რუსია […]