მამუკა ხაზარაძე – დღევანდელი დღე შედგა, ხვალ, ახალი ძალებით ვიკრიბებით – 3-4 დღეში თბილისს ვერ იცნობთ, რადგან თბილისი იქნება სხვა ქალაქი, ლაღი, თავისუფლებისთვის და სამართლისთვის მებრძოლი გამარჯვებული

ყველა თქვენს უბნელს, ყველას დაუკავშირდით და გავაკეთოთ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე გააკეთებენ მობილიზაციას, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა. ხაზარაძის თქმით, აქციის მონაწილეები ამ დღეებში ყველა უბანსა და დიდ მაგისტრალს მოივლიან. “მეგობრებო, დღევანდელი დღე შედგა. ხვალ, ახალი ძალებით, როგორც გამოცხადდა, 14:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან. ყველა უბანი და ყველა […]

საგადასახადო შეთანხმების ინსტრუმენტი არაა ცუდი, მაგრამ საფრთხილოა – გელა მღებრიშვილი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საგადასახადო შეთანხმების ინსტრუმენტი არაა ცუდი, მაგრამ მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტით Nexia Georgia-ს კლიენტებსაც უსარგებლიათ. საქმე ის არის, რომ საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების პროცესი გამჭვირვალე არ არის. არსებული პრაქტიკით, გადასახადის გადამხდელი შეთანხმების გაფორმების […]

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიც გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ

მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მშრალი ხიდი გადაკეტეს. ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს. ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. “უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად. ყველა უბანი უნდა მოვიაროთ. საქართველოს გადარჩენის […]

პარლამენტის წინ აქცია დასრულდა – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ აქციაც დასრულდა და ორგანიზატორები აქციისთვის დამონტაჟებულ კონსტრუქციებს შლიან. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ვოლოდიმირ ზელენსკი – კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის, ველით, რომ მას წლის ბოლომდე მივიღებთ

კანადისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას წლის ბოლომდე მივიღებთ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ჩვენ მეორე სამშვიდობო სამიტის ორგანიზებისთვის შემდგომი თანამშრომლობისა და ამ ძალისხმევაში გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვის საკითხი განვიხილეთ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის. […]

,, რის პიკეტირება ხდება ბარათაშვილის ხიდზე შუაღამისას? ეს მართლა პროტესტია თუ საღამო გასეირნება?” – ნუგზარ სულაშვილი

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდისკენ გაემართნენ და ხიდის პიკეტირება დაანონსეს. ამ ფაქტს საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი ასე ეხმაურება: ,,არ ჩამქოლოთ, კითხვა მაქვს: რის პიკეტირება ხდება ბარათაშვილის ხიდზე შუაღამისას? ეს მართლა პროტესტია თუ საღამო გასეირნება?”

,,ჩვენი უუნარო ოპოზიცია ამბობს: “გეგმა ეს ჩვენ ვართო” ღმერთო აქამდე როგორ მოვედით ?” – ირაკლი მანაგაძე

ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე: ,,ივ სენ-ლორანი ამბობდა “მოდა ეს მე ვარო” ჩვენი უუნარო ოპოზიცია ამბობს: “გეგმა ეს ჩვენ ვართო” ღმერთო აქამდე როგორ მოვედით ?”

დემონსტრანტებმა მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს – აქციის მონაწილეების ნაწილმა ზაარბრუკენის მოედნისკენ გადაინაცვლა

ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს. „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ – ასე უწოდა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გამართულ მსვლელობას. იუსტიციის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ზაარბრუკენის მოედნისკენ გადაინაცვლა. ისინი მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან. რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და […]

„რადიო ქალაქისა და თემქის პარკის პროექტებმა, მუხიანსა და თემქაზე, შესაძლოა ბინების ფასი გაზარდოს“ – Eristavi Estates

მუხიანის დასახლებასა და თემქაზე ბინების ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის მიმზიდველობას მატებს ამათუ იმ უბანს, – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Eristavi Estates-ის მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, რითაც მუხიანის დასახლებაში მიმდინარე პროექტი – “რადიო ქალაქი” და თემქის პარკის მოწყობის გავლენა შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უბნებს ახალი პერსპექტივები გაუჩნდეს. “შეიცვლება მოთხოვნა დადებითისკენ […]

მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს – პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად, ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა – გამოდით და დაიცავით თქვენი ხმა, სახლიდან ყურება და „ფეისბუკზე“ კომენტარების წერა, არავის სიკეთეს არ მოუტანს

პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად… ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა, – ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მსვლელობით სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მივიდნენ. ხაზარაძემ მოუწოდა მოსახლეობას, გარეთ გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ხმა. როგორც მან აღნიშნა, სახლიდან ყურება და „ფეისბუკზე“ კომენტარების წერა არავის სიკეთეს არ მოუტანს. „პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად… ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა, კანონიერი. ჩვენი […]