საპროტესტო აქცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა

4 ნოემბერს ახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა. იუსტიციის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ზაარბრიუკენის მოედნის გავლით მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს. მათ სიტყვით მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. „ჩვენ გვჭირდება ენერგიის გამოზოგვა. როგორც კი გაიგეს, რომ მივდივართ ბარათაშვილის ხიდისკენ, იმწუთშივე გაასუფთავეს ყველაფერი. ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ასე ვივლით, დავიღლებით… ჩვენი გეგმები ყოველთვის გაცხადდება 10 წუთით […]
ევროკავშირი და სეული გმობენ ჩრდილოეთი კორეის მონაწილეობას უკრაინის ომში

ევროკავშირმა და სამხრეთ კორეამ “ყველაზე მკაცრად” დაგმეს ჩრდილოეთი კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გაგზავნა და საგანგებო ძალების დისლოცირება კრემლის დასახმარებლად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ “აგრესიის უკანონო ომში”. განცხადება მოჰყვა ბლოკის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩო ტჰე იოლის შეხვედრას სეულში, 4 ნოემბერს – იმ ფონზე, როცა იზრდება შეშფოთება ფხენიანის როლის შესახებ […]
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. “რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა”, […]
გია ხუხაშვილი – ივანიშვილი ეცდება, ივაჭროს, ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან – წინასწარ ბარტყებს არ ყრის, ამიტომ გაყინული აქვს „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ“ კანონის თემა

ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ივაჭროს, რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი სავაჭრო თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იქნება. „მას სავაჭრო თემები აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი ღონისძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით […]
ქურდოვანიძე სარჩელის დაკმაყოფილებაზე: პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, მადლობა მოსამართლეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე ქურდოვანიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. “სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს უნდა […]
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოქლებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. “დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და […]
ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებას იძიებს

ისრაელის სასამართლომ, კვირას, ნაწილობრივ მოხსნა ის შეზღუდვა, რაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან გაჟონილი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას ეხებოდა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დოკუმენტები სპეციალურად იყო მედიისთვის გადაცემული საიმისოდ, რომ “ჰამასთან” მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, საზოგადოებას ნეთანიაჰუ არ დაედანაშაულებინა. ნეთანიაჰუ ამგვარ გარიგებას უარყოფს და სასამართლოს მოუწოდებდა ეს აკრძალვა მოეხსნა. პრემიერი ამბობდა, რომ ამ კონკრეტულ პირს არასდროს მიუღია მონაწილეობა […]
რამდენიმე უბანზე ხელახალი არჩევნები დაინიშნება(?) – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება –

თეთრიწყაროსა და წალკის რამდენიმე უბანზე არჩევნები გაბათილდება და სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. მანამდე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე სახის ექსპერიმენტი და მტკიცებულება მოიკვლია სასამართლო პროცესზე. მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმის მცველი აპარატი და ბიულეტენები და სპეციალური კონვერტი მოატანინა. მოსამართლემ საკუთარი ხელით რამდენჯერმე სცადა შეეცურებინა ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში ისე, რომ […]
ვინ არის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო

ვინ არის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც რამდენიმე უბანზე არჩევნების შედეგები გააბათლა? ვლადიმერ ხუჭუა დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს ქ. ქობულეთში. 1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N3 საშუალო სკოლა; 1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის […]
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. “სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა […]