აქციის მონაწილეები მსვლელობით იუსტიციის სახლთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლთან მივიდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მანამდე აქცია გაიმართა რუსთაველის მოედანზე. ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებას ერთობლივი პრინციპები გააცნეს და ხვალ 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

„რამდენიმე თვეა, მასთან კომუნიკაცია არ მაქვს“ – ელისაშვილი იოსელიანზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უკვე თვეებია არ ჰქონია კომუნიკაცია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან. „ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია – მეშვიდე თუ მეექვსე კლასიდან მეგობრები ვართ, უამრავი რამ გვაკავშირებს. მაგრამ რამდენიმე თვეა მასთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ ბევრი რამ ჩემთვისაც არის უბრალოდ აუხსნელი“, – განაცხადა მან „ფორმულას“ ეთერში. ელისაშვილმა ასევე თქვა, […]

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან მივიდნენ – მოქალაქეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მივიდნენ. ცალმხრივად არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ასევე, მომიტინგეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისმის შეძახილები: „საქართველო“. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

,, გვარამიას სულ ნუ გადარევთ, დღესვე კარვებზე რომ უარი უთხარით, მასის დაბალი ენერგეტიკის გამო, ადგა და გვერდზე გაიწია” – დიმიტრი ლორთქიფანიძე

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე: ,,ასეთი უხერხემლო პროტესტი დიდი ხანია არ მახსოვს რუსთაველზე! ბარათაშვილის ხიდის პიკეტიო..(!))) ხვალ, ფოთოლასთანო, ზეგ მოვიფიქრებთო.. აბა თქვენ იცით!.. გვარამიას სულ ნუ გადარევთ)), დღესვე კარვებზე რომ უარი უთხარით, მასის დაბალი ენერგეტიკის გამო, ადგა და გვერდზე გაიწია, საერთოდ აღარ გამოჩნდა სცენაზე!)”

,,სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა – გეგმა ვართ ჩვენ“ – მამუკა ხაზარაძე

,,ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე: ,,სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა – გეგმა ვართ ჩვენ, ჩვენ გავიმარჯვეთ გაყალბების და მიუხედავად, გავიმარჯვეთ თბილისში და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს, ჩვენ უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, თვალებში ჩავხედოთ ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს და ვუთხრათ, გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა.”

,, პოლიტიკოსების უმრავლესობამ ვერ გაიგო, რომ აღარავის უნდა გაუმარჯოს ძახილი. ეს ბლა ბლა ბლა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,როგორც გავიგე. ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 ზე ჯაფარასგანაც გავიგე რა არის მიზანი, მაგრამ პოლიტიკოსების უმრავლესობამ ვერ გაიგო, რომ აღარავის უნდა გაუმარჯოს ძახილი. ეს ბლა ბლა ბლა. თურმე გაგვიყალბეს და გავიმარჯვებთ. ვიცით! რადგან აქციები დავიწყეთ კარგია. წინასწარ კრიტიკა, ადგილზე, დროზე, არასწორია. კრიტიკა ყველაფრის შეიძლება. მთავარია დავიწყოთ და აღარ გავჩერდეთ.”

საფრანგეთში შვიდმა ოჯახმა TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – reuters

საფრანგეთში შვიდმა ოჯახმა სარჩელი შეიტანა სოციალური ქსელის TikTok-ის წინააღმდეგ, ბრალდებით, რომ პლატფორმაზე განთავსებულმა მავნე შინაარსის შემცველმა მასალამ მათ მოზარდ შვილებზე ზეგავლენა იქონია. შედეგად ორმა მათგანმა 15 წლის ასაკში თავი მოიკლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სარჩელზე და ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ TikTok-ის ალგორითმმა შვიდ მოზარდს აჩვენა ვიდეოები, რომლებიც პროპაგანდას უწევდა თვითმკვლელობას, თვითდაზიანებას […]

გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას “ოპოზიციის 10 პრინციპი” გააცნო

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს გააცნო მთავარი პრინციპები, რაზეც, მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ. როგორც ვაშაძემ თქვა, მათ აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შევლენ „ტელეგრამ“-არხზე და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. ოპოზიციის ათი პრინციპი ასეთია: 1. „ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას; 2. არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას; 3. […]

გიორგი მარგველაშვილი – არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და „შულავერის კომიტეტს“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება მტკიცე ბრძოლა, რადგან უკვე აღარ არის კომპრომისის შესაძლებლობა. „ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი. […]

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევში ვიზიტით მყოფმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოებისა და მის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინას ახლა დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე […]