ვოლოდიმირ ზელენსკი – კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის, ველით, რომ მას წლის ბოლომდე მივიღებთ

კანადისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას წლის ბოლომდე მივიღებთ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენ მეორე სამშვიდობო სამიტის ორგანიზებისთვის შემდგომი თანამშრომლობისა და ამ ძალისხმევაში გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვის საკითხი განვიხილეთ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის. ველით, რომ მას მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვის საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი (ვიდეო)

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს