საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანა ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ტკოცას, ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ. „გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 108,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 7 ნოემბერს 08:00-დან 18:00 […]
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო-პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. „აღსანიშნავია, რომ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი […]
ზელენსკის ცნობით, კურსკში უკვე იმყოფება 11000 ჩრდილოკორეელი სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 11 ათასი სამხედრო. ეს რიცხვი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა 4 ნოემბერს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან. ზელენსკის განცხადებით, ხედავენ, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, არ იზრდება პარტნიორების რეაქცია. უკრაინის თავდაცვის […]
დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა. “გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. 14:00 […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს. როგორც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა განაცხადა, რომ კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს. მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული. „გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 12 საწოლზეა გათვლილი, მთლიანობაში კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, რომელიც მანამდე ფუნქციონირებდა. […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. […]
“მომიყვანეთ კვარაცხელია” – “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Calcionapoli24-ის ჟურნალისტი ლუკა კერჩონე ავრცელებს. იტალიელის ცნობით, ქართველის შეძენა ამორიმის პირველი მოთხოვნაა, მხარეები კი გარიგებაზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ. შეგახსენებთ, ამორიმმა “წითელ ეშმაკებში” ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმებას […]
ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ოკლაჰომა სიტი თანდერმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 102:86 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 26:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ოკლაჰომას” ლიდერი შაი გილჯეს ალექსანდერი გახდა, კანადელმა გამთამაშებელმა 21 ქულა, […]
„ბიოლის“ ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია – თამაზ მჭედლიძე ინვესტორების მოზიდვის პრობლემაზე საუბრობს

„ბიოლის’’ ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია. მიზეზი ინვესტორების მხრიდან საკმარისი ინტერესის არარსებობა გახდა. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ,,ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ინვესტორებს პროექტი მოსწონთ, თუმცა როცა იგებენ, რომ მდებარეობა საქართველოა თანხების ჩადებისგან თავს იკავებენ. ,,პროექტის გაჩერების მიზეზი არის ის, რომ მოთხოვნა რაც ჩვენ გვინდა ჯერ არ არის. დუბაიში გამოფენაზე ვიყავით. ყველას ძალიან მოეწონა პროექტი, მაგრამ რომ […]