რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც ორშაბათს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9738 ლარია. მაშინ, როცა ორშაბათს მოქმედი კურსი 2.9595 ლარს შეადგენდა. […]

უამინდობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 […]

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა და დაიხურა. სულ, დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა […]

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესაახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი. საარჩევნო […]

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა განუცხადა, კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს. მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული. „გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 12 საწოლზეა გათვლილი, მთლიანობაში კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, რომელიც მანამდე ფუნქციონირებდა. […]

“საახალწლოდ გაყიდვები უკვე დავიწყეთ” – „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“

“საახალწლოდ წინასწარი ჯავშნები კი არა, უკვე გაყიდვებია დაწყებული” – ამის შესახებ BM.GE-სთან ნაძვის ხეების იმპორტიორი კომპანიის „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ დამფუძნებელმა, შალვა ბაბილუამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია პრემიალური კატეგორიის პროდუქციაზე არის ორიენტირებული და ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. „საახალწლოდ წინასწარი ჯავშნები კი არა, გაყიდვებია დაწყებული. ჩვენი მარაგების 25% უკვე გავყიდეთ. სხვადასხვა კომპანიები, თუ ფიზიკური […]

ჩრდილოეთ კორეამ შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის სულ მცირე შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს. სეულის ცნობით, რაკეტებმა დაახლოებით 400 კილომეტრი იფრინეს. სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ გაშვებას და იაპონელ და ამერიკელ მოკავშირეებს ინფორმაციას უზიარებდნენ. „ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან „ემუქრება ჩვენი ქვეყნის […]

ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის სამეფოში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გავმართეთ ძალიან საინტერესო, ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან საუდის არაბეთიდან, კვიპროსიდან, ქუვეითიდან. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების პროგრესზე, ერთმანეთს გავუზიარეთ ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც ქვეყნებს დაუგროვდათ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. […]

5 ნოემბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების (ნაწილობრივ), ავეტიკ ისაკიანის, ძმები ჭილაშვილების, ნიკოლოზ ჯანაშიას, ავშნის, მონადირის, მუხიანის, გია რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ნუგზარ შანავას, ანაპის, ლეკიშვილის, ლევან რჩეულიშვილის […]

14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა. “გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. 14:00 […]