ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ – მილერი

ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველის მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო გამოძიებაზე. პარალელურად, ქვეყანაში დემონსტრაციებია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ უწყვეტი […]

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, “საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და […]

კამალა ჰარისი – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ბოლო შეკრებაზე ფილადელფიელ ამომრჩევლებს განუცხადა. „მარათონი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ძლიერად უნდა დავასრულოთ. შეიძლება ისტორიაში ყველაზე ახლო მარათონი იყოს. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატმა შეიძლება არჩევნების შედეგი გადაწყვიტოს. „ეს […]

ისრაელში ერაყიდან და ლიბანიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ერაყიდან და ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ორი დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცეში დრონის შესვლის შემდეგ მასადაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი ერაყიდან იყო გაშვებული. ლიბანიდან გაშვებული დრონის გამო კი განგაში გამოცხადდა მეთულასა და […]

კამალა ჰარისი – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ბოლო შეკრებაზე ფილადელფიელ ამომრჩევლებს განუცხადა. „მარათონი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ძლიერად უნდა დავასრულოთ. შეიძლება ისტორიაში ყველაზე ახლო მარათონი იყოს. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატმა შეიძლება არჩევნების შედეგი გადაწყვიტოს. „ეს […]

თოვის გამო გზების ნაწილზე შეზღუდვებია – ჩამონათვალი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა. მათი ინფორმაციით: დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და […]

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად სოციალური დახმარების ფორმაა, ის იმისთვისაა უმუშევრობის სტატისტიკა კარგად რომ გამოჩნდეს – სოსო ბერიკაშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება“. საპირისპიროს ამბობს სტატისტიკური მონაცემები, უფრო ზუსტად კი, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო […]

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

მაგდალენა გრონო, რომელმაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი შეცვალა, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. As announced earlier (https://t.co/XG8Mja3P2K), Magdalena Grono officially took over her duties as the new EU Special Representative for the South Caucasus and the crisis in Georgia on 1st November 2024. Here is her official X account. — EUSR for […]

მსოფლიო ჩემპიონატზე კესარია მგელაძე ლიდერობას ინარჩუნებს

14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კესარია მგელაძე, ექვსი ტურის შემდეგ, ლიდერობას ინარჩუნებს. მეექვსე ტურში მან ყაიმით დაასრულა შეხვედრა ფიდეს სახელით მოასპარეზე, დიანა პრეობრაჟენსკაიასთან და 6-იდან 5,5 ქულით პირველობას ინაწილებს პრეობრაჟენსკაიასა და ნილუფარხონ იმომკუზიევასთან(უზბეკეთი) ერთად. მეშვიდე ტურში კესარიას მეტოქე სწორედ უზბეკი მოჭადრაკე იქნება. მეშვიდე ტურის შეხვედრები დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება.