მეზვრიშვილი: ხვალ, 12:00-ზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან გაყალბების მტკიცებულებებით

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. “ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით”, – წერს ის. 4 ნოემბერს ნათია მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.

აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას სააკაძის მოედნის მიმართულებით აგრძელებენ

აქციის მონაწილეები წერეთლის გამზირიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, […]

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. “საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების […]

ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა

ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა „ამერიკასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია ტრენინგები ჩაუტაროს პოლონეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ლიეტუვის და აშშ-ს საარჩევნო ადმინისტრაციებს და ეს […]

რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გააგრძელოს. ამის შესახებ ლავროვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა: “ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ”. – თქვა ლავროვმა. რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა ასევე დაამატა, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს […]

„რუსეთმა მარცხი განიცადა. მის იმპერიაში მოლდოვის რეინტეგრაცია არ მოხდა“ – გია ხუხაშვილი

მაია სანდუს გამარჯვებით რუსეთმა იმპერიის აღდგენის მცდელობაში მორიგი მარცხი განიცადა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ექსპერტი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა მრავალი სპეცმეთოდი გამოიყენა, რათა მოლდოვა მისი გავლენის ქვეშ მოექცია, თუმცა ქვეყნის რუსულ იმპერიაში რეინტეგრაციის მცდელობა ვერ შედგა. ,,ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში რუსეთი გავლენის სფეროების დაბრუნებისთვის იბრძვის. მან მორიგი მარცხი […]

ასეთი არჩევნების აბსურდული შედეგი მიიღეს რეალობად და ახლა წერენ თავიანთ დასკვნებში, რომ საჭიროა გამოძიება

„ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა მათ არჩევნების შედეგების გაყალბების არცერთი ფაქტი არ აქვთ. ვთხოვთ, თუ გაქვთ ფაქტები მიიტანეთ პროკურატურაში, პასუხად კი ვიღებთ , რომ ისინი არ ენდობიან პროკურატურას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები სხვადასხვა მაქინაციებით ჩატარდა და ამომრჩევლის ნების გარეშე […]

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველო ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ იუწყება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი. მათი ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ დირბში მცხოვრები ხაჯარატ ახვლედიანი 28 თებერვალს ქარელის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ დააკავეს, გორელი გიორგი რომელაშვილი კი – 8 ივნისს ცხინვალის მიმდებარედ. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს ბრალი. ე.წ. კგბ-ს ცნობით, 5 ნოემბერს სასჯელის ვადის ამოწურვის […]