პუტინმა რწმუნებათა სიგელები მიიღო 12 “არამეგობრული სახელმწიფოს” ელჩებისგან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს კრემლში მიიღო რწმუნებათა სიგელები 28 სახელმწიფოს ელჩებისგან, მათ შორის იმ 12 ქვეყნისა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. არამეგობრული ქვეყნების სიაში არიან შეყვანილი. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პუტინს ძალზე იშვიათად აქვს ურთიერთობა ამ სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი გამონაკლისია რწმუნებათა სიგელების გადაცემის, ანუ მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურისთვის ახალი ელჩების ოფიციალური წარდგენის […]
ინდური Apollo Green Energy IPO-სთვის ემზადება

საინჟინრო და სამშენებლო ინდური კომპანია, Apollo Green Energy, მომდევნო წლებში 500-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აშენებასა და ადგილობრივ ბაზარზე სხვა მასშტაბურ პროექტებს აანონსებს – ამის შესახებ კომპანიის CEO-მ Reuters-ს თავად განუცხადა. სანჯეი გუპტას თქმით, კომპანია, რომლის მთავარი მიმართულებაც განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობაა, ამჟამად 35 მილიარდ რუპიად შეფასებულ პორფოლიოს ფლობს და იმედოვნებს, რომ ფისკალური წლის ბოლომდე მის მოცულობას […]
საქართველოში ავიაბილეთები 28%-ით გაძვირდა

ერთ წელიწადში ავიაბილეთები 28%-ით გაძვირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 27,99%-ით გაძვირდა. რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ავიაბილეთები 9,53%-ით გაიაფდა.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ვაზიანი, ილტოზა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნაფეტვრებში; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში […]
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია ორგანიზაციების – “საია” და “ჩემი ხმა” საჩივრებს სწავლობს. სხდომის დაწყებისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია. ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების […]
„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა

„დიდი შვიდეულის“, ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსებისა და უკრაინაში მათი შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება Reuters-ი. „კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოახდინოს საკუთარი დანაკარგების კომპენსაცია, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებაც იქნება,“ ნათქვამია […]
ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

სააპელაციო სასამართლოსთან ხვალაც აქცია დაანონსდა – გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 11 საათზე მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მივიდნენ. ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესები, ერთი პროცესი არის 12 საათზე, მეორე 2 საათზე. სანამ გავაგრძელებთ ჩვენს მიტინგს, გთხოვთ, ხვალ 11 საატზე შევიკრიბოთ ისევ აქ, სააპელაციო სასამართლოსთან. ის პროცესი რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის, ამიტომ, გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ აქ […]
აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიღმის მასივის გავლით, დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან.
,,გეგმა! (კონკრეტული) გამარჯვება შესაძლებელია იმ ვითარებაშიც კი როდესაც „ვიღაცას“ არ აქვს გეგმა!” – გოჩა მირცხულავა სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა მოქალაქეებს დეტალურ სამოქმედო გეგმას სთავაზობს: ,,გეგმა! (კონკრეტული) გამარჯვება შესაძლებელია იმ ვითარებაშიც კი როდესაც „ვიღაცას“ არ აქვს გეგმა. გეგმა უნდა გვქონდეს ჩვენ, არა მათთვის, არამედ ჩვენთვის და საქართველოსთვის. ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, ფორმალურად გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რომლის სიკეთეებითაც ახლა მეტწილად ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებმაც არჩევნები მოგვპარეს. ან ჩვენივე […]
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7247 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9677 ლარი გახდა. 0.2 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5380 ლარი გახდა. ლარის მიმართ […]