ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა

ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა
„ამერიკასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია ტრენინგები ჩაუტაროს პოლონეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ლიეტუვის
და -ს საარჩევნო ადმინისტრაციებს და ეს მაშინ, როცა ეს ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
„ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ წინასწარი ხმის მიცემის საფოსტო ყუთებში მოთავსებულ ათასობით დამწვარ ბიულეტენს. მათ შორის ისეთ შტატებში, სადაც 100-150 ხმა წყვეტს არჩევნების შედეგების ბედს ორ კონკურენტს შორის.
ის რაც შეიძლება იუპიტერისთვის, არ შეიძლება ჩვენთვის. ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული ამერიკაში. რესპუბლიკელთა მომხრეები დღეს პირდაპირი მნიშვნელობით ნებივრობდნენ იმ ლაივებით, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა. ლაივებიდან ჩანს, რომ ამომრჩეველს არ სთხოვდნენ პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის მოწმობასაც კი, ეკითხებოდნენ მხოლოდ სახელს, გვარს და ასაკს, რის შემდეგაც აძლევდნენ საარჩევნო ბიულეტენს.
ამერიკასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია ტრენინგები ჩავუტაროთ პოლონეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ლიეტუვის და თვით ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო ადმინისტრაციებს და ეს მაშინ, როცა ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას