გურამ მაჭარაშვილი – ისე მიდის საქმე, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს – გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აღარ დადის აქციებზე

ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს – პრაქტიკულად, გეგმაში არიან ჩაკარგულები, იმიტომ, რომ რეალურად, გეგმა არ არსებობს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის აქციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ხალხის გაბრაზება იყო, სინამდვილეში კი თავიანთი ამომრჩეველი და ერთმანეთი გააბრაზეს. „ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რადიკალურ […]
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს – თქვენს არჩევას გილოცავთ! ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისალოც პოსტს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. „ბატონო პრეზიდენტო, თქვენს არჩევას გილოცავთ! ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპს – თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა – ეს დიდი გამარჯვებაა!

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ისტორიაში ყველაზე დიდ დაბრუნებას გილოცავთ! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა. ეს დიდი გამარჯვებაა“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს მისი და მისი მეუღლის, სარას […]
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის. კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების […]
ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა – ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ნაწილს კონსტრუქცია მთლიანად აქვს გადახდილი. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლიჯა ასწლოვანი ხეები შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზარალებულ სოფლებში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალს ითვლის.
პროკურატურას დღეს დამატებით წარვუდგენთ ფაქტებს რამდენიმე ათეული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა

პროკურატურას დღეს დამატებით წარვუდგენთ ფაქტებს რამდენიმე ათეული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა/განეიტრალება. მთლიანობაში ამ ეტაპზე საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, საერთო ჯამში მოკვლევის საგანია 420-მდე შემთხვევა. „შემთხვევების ნაწილი შეეხება სავარაუდო დანაშაულს, როდესაც მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს სხვა საარჩევნო […]
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი ამერიკა — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი — ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, — წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. Congratulations […]
დღეს მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციის ვადა სრულდება

7 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე სრულდება რეგიტრაციის ვადა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. აშშ სულ 55 000 ბარათს გაათამაშებს. შედეგები 2025 წლის მაისში გამოქვეყნდება. მწვანე ბარათისთვის რეგისტრაცია რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია ერთადერთ ბმულზე: dvprogram.state.gov. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. აშშ-ის მთავრობა არ აგზავნის შეტყობინებას, მოიგეთ თუ არა მწვანე ბარათი. შედეგის შემოწმება უნიკალური […]
„ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე“ – სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად,“ – წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, რომ Fox News-ის, Associated Press-ის, […]
„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი“ – ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა

დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამერიკაში ოქროს ხანა იწყება. „ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. მოვაგვარებთ საზღვრის პრობლემას და ყველაფერს, რაც გვაწუხებს. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ და აქამდე რთული გზა გავიარეთ, გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ბევრს შეუძლებელი ეგონა. ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომლის მსგავსი ადრე არავის უნახავს. ეს არის […]