„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით“ – ზელენსკი

დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას X-ზე გაავრცელა და უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა: „ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში შთამბეჭდავ გამარჯვებას! მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები. მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას […]
ლონდა თოლორაია – პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს – არჩევნების გაყალბება დაიწყო ძალიან ადრე, დაგვირგვინება იყო კენჭისყრის დღე

პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს, ეს არის ცესკოს მიერ გაცემული დავალება და სწორედ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. რაც შეეხება თავად გამოკითხვის პროცესს, თოლორაიას თქმით, […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „დონალდ ტრამპს გულთბილად ვულოცავ. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ჭეშმარიტი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის, რომელსაც მათთვის სარგებელი მოაქვს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მამუკა მდინარაძე – რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ერთი ხმის მოპარვის მტკიცებულებაც კი, ჩვენ კი დღეს პროკურატურას წარვუდგენთ სავარაუდო დანაშაულების რამდენიმე ათეულ ფაქტს, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა

იმ ფონზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არათუ რასაც გვპირდებოდნენ, არათუ უპრეცედენტო მასშტაბის და თეორიულადაც კი დაუშვებელი მასშტაბის გაყალბების ფაქტები, ერთი ხმის მოპარვის რეალური მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს და ჩვენ დღეს პროკურატურას დამატებით წარვუდგენთ რამდენიმე ათეულ ფაქტს სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა-განეიტრალება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, […]
ნათია მეზვრიშვილი, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ცირკი და ყალბი გამოძიება. „ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
კორშა-შატილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს – მდინარაძე

ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს – მდინარაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც გააკეთებენ ამაზე […]
ბანკებთან კომუნიკაცია იმდენად გართულებულია, რომ ფინტექ კომპანიებს ბაზრის დატოვება უწევთ – ასოციაცია

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მომზადებულ სტრატეგიასთან მიმართებით კითხვები ბევრია, რასაც კონკრეტიკა სჭირდება. მისი შეფასებით, სტრატეგიაში უნდა იყოს გაწერილი თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ცენტრალური ბანკი რომ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი კომუნიკაცია შედგეს. დავით […]
მამუკა მდინარაძე: გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 6 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დაიწყო. „ჩვენს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როცა ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებას“, – თქვა მამუკა მდინარაძემ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი […]