“გიჟი ხარ!” – ესპანეთში თვლიან, რომ “მილანთან” მატჩში ამ საქციელისთვის ვინისიუსი უნდა გაეგდოთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში “რეალი” საკუთარ მოედანზე “მილანთან” 1:3 დამარცხდა. მატჩის 71-ე წუთზე შეხვედრის სლოვენიელმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა მადრიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ ვინისიუსს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბრაზილიელმა რეფერის იუნას მუსასთან თამაშის წესების დარღვევის შემდეგ გიჟი უწოდა და ეს ჟესტიკულაციითაც გააკეთა, რის შემდეგაც გააფრთხილეს. ცნობილი ესპანელი არბიტრი ედუარდო იტურალდე გონსალესის განცხადებით, ვინისიუსი […]
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის – ტრამპი

მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის – ტრამპი მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის, – ამის შესახებ წინასწარი შედეგებით მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხდა. მისივე თქმით, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის და ოქროს […]
გურამ მაჭარაშვილი – ტრამპის არჩევით დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის

არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის […]
აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი – აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით

აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით, – ამის შესახებ აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. „ვფიქრობ, ჩვენ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა. ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად „ამერიკის ისტორიაში […]
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600-მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება. მისი თქმით, გეგმავენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინტერესთა გამოხატვებიც გამოაცხადონ, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. „დღეის მდგომარეობით 3 000 ოჯახამდე არის დაკმაყოფილებული. დარჩენილია 600 ოჯახი, რომელიც შემდეგი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება. […]
ორბანი: ვულოცავ გამარჯვებას დონალდ ტრამპს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ულოცავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ტრამპს ამჟამად ელექტორალური კოლეგიის 267 ხმა აქვს – დამატებით სამი ხმა სჭირდება გამარჯვებისათვის. კამალა ჰარისს 214 ხმა აქვს. „უდიდესი დაბრუნება აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უდიდეს გამარჯვებას. ეს ძალიან საჭირო გამარჯვებაა მსოფლიოსათვის“, – წერს ორბანი ტვიტერზე. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში […]
ამერიკელი დემოკრატები სენატში უმრავლესობას კარგავენ

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ სენატის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. 5 ნოემბერს […]
მასკმა გაამხილა, რას გააკეთებს ტრამპის ადმინისტრაციაში თავის თანამდებობაზე

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეეცდება შეამციროს ფედერალური სააგენტოების რაოდენობა შეერთებულ შტატებში, თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მის ადმინისტრაციაში თანამდებობას მიანიჭებს. ამის შესახებ მასკმა „ტაკერ კარლსონის ონლაინ შოუში“ საუბრისას განაცხადა. მასკმა თქვა, რომ მას სურს დაეხმაროს ტრამპს, რომ მთავრობა უფრო ეფექტური გახდეს. „ჩვენ გვაქვს გიგანტური ბიუროკრატია, გვაქვს გადაჭარბებული რეგულაცია. […]
“აფხაზეთში არ არსებობენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები” – დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ “აფხაზეთში არ არსებობს და არ შეიძლება იყვნენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები”. “2025 წლის დასაწყისში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ასეთ პერიოდებში, რიტორიკა მწვავდება. პოლიტიკური ოპონენტებისგან ერთმანეთის მიმართ რადიკალური, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები კეთდება. თუმცა, კატეგორიულად არავის ვურჩევდი ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესების გადატანას აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების თემაზე,” – […]
თენგიზ ფხალაძე – ან რა გვწყინს ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება – თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა!

საგარეო ურთიერთობების ექსპერტის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით საქართველოსთვის არაფერი იცვლება, რადგან საქართველომ „ობიექტის როლი მოირგო და სუბიექტობას აღარ ესწრაფვის“. როგორც ფხალაძე საკუთარ ფეისბუქზე“ აშშ-ში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით წერს, თუ საქართველო ანტიამერიკულ ქვეყნებთან „ფლირტაობას გააგრძელებს“, ტრაპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს დემოკრატების პირობებში მოხდებოდა. „ან რა გვწყინს, ან […]