თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას

პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას. როგორც მან განმარტა, პრეზიდენტსაც აქვს ის პოზიცია, რომ საქმე აუცილებლად საერთაშორისო […]
ილია დარჩიაშვილი – უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც გერმანიის კანცლერი თავმჯდომარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და საინტერესო მექანიზმია იმისთვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული […]
პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ლიდერებს შორის, რომელთანაც პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა, არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სო, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ […]
,, ვერ ხვდებიან, რომ ეს უკუშედეგს გამოიღებს?” – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე: ,,მედიაში გამოჩნდა ცნობა, თითქოსდა ევროკავშირში უკვე მიღებულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. არ მინდა დავიჯერო, რომ ევროკავშირის მოხელეები მსგავს სისულელეს ჩაიდენენ. საქმე იმაშია, რომ თუ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს სანდოდ და ტრანსპარენტულად არ მიიჩნევ და ამ ქვეყნის მთავრობას არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავ, ე.ი. თვლი, რომ არჩევნები გააყალბეს. გამოდის, რომ იმის მაგივრად, რომ ობიექტურობა გამოიჩინო […]
,,ახლა ვკითხულობდი აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,ახლა ვკითხულობდი ერთ–ერთ დასავლურ მედიაში აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ? თუ ბრძენი ბ–ნი ბიძინა მაინც ყველაფერს დაალაგებს? “ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მემკვიდრეობის ერთადერთი ელემენტი, რაზეც თანხმდებიან როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი ლიდერები, იყო ჩინეთთან ურთიერთობების რადიკალური გადახედვა. ბაიდენმა ჯამში გააგრძელა ტრამპის მიერ შერჩეული კურსი ბევრად უფრო ღია კონფრონტაციისკენ […]
თვაურის საკლუბო და რატიშილის სანაკრებო მატჩები ფიბა-ს კალენდარში

ევრობასკეტ-2025-ის სანაკრებო მატჩებამდე ქალების ჯერია. ქალთა ევრობასკეტისთვის საკვალიფიკაციო მატჩები ამ კვირაში იმართება და არც ეს ამბები ჩაივლის ქართველის გარეშე. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი ერთ-ერთი ფავორიტის, სერბეთის მატჩზე იმუშავებს. სერბები პორტუგალიას უმასპინძლებენ და ამ მატჩის ტექნიკური დელეგატი (სანაკრებო მატჩებზე კომისრის ფუნქციების განვრცობილად შემსრულებელს ტექნიკური დელეგატი ეწოდება) მერაბ რატიშვილი იქნება. შეხვედრა 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ […]
ნიკა გვარამია – თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება, ბევრი შეგროვდა და კიდევ გროვდება – შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე, განაწილებული გვაქვს როლები

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. გვარამიამ მედიასთან საუბარში ასევე განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა აქციებს ბოლო პერიოდის განმავლობაში. “თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება. ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება. ეს შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე […]
ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ გუნდის წევრები “ასტერისკი” მადლობის სიგელებით და საუნივერსიტეტო საჩუქრებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თსუ-ის ფიზიკის მიმართულების სტუდენტების პროექტი, რომელიც მოიცავს გეომაგნიტური შტორმის ანალიზს, საქართველოდან წარდგენილია Nasa Space Apps Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრზე და მონაწილე გუნდებიდან […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა ძალებმა ინფორმაცია გაცვალეს. „ეს იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რა ვითარებაა და როგორ ხედავს თითოეული პოლიტიკური ძალა არსებულ […]
სებ-ის ხედვა ფინტექის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ – „პეივ ბანკის“ დამფუძნებელი

სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის დოკუმენტისა და ამ მიმართულებით მათი ხედვების გაცნობა, – ამის შესახებ ციფრული „პეივ ბანკის“ თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა სებ-ის ფინტექის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა. „სწორედ ეს ხედვა და მიდგომაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ციფრული ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ“, – წერს სალიმ დანანი „ლინკდინის“ ოფიციალურ […]