ორბანმა ევროკავშირს უკრაინაში ომის მიმართ “ახალი სტრატეგიისკენ” მოუწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა განაცხადა ბიშკეკში, სადაც ის თურქი ხალხების სამიტში მონაწილეობს. ორბანი ღიად უჭერდა მხარს ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს – განსხვავებით ევროკავშირის ლიდერების უმეტესობისგან, რომლებიც პირდაპირ კომენტარს არ აკეთებდნენ მისი მსვლელობისას, […]
„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“, რომელიც ევროპული ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეებს, ასევე ევროპარლამენტარებს, აერთიანებს, საქართველოს თაობაზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც · „ღრმა მწუხარებით“ აღნიშნავს საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიის უკუსვლას; · გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის სისტემური დარღვევებისა და ინციდენტების გამო; · ითხოვს დარღვევების გამჭვირვალედ და დამოუკიდებელი და საერთაშორისო ორგანოს მიერ გამოძიებას; · ასევე, ხმისმიცემის […]
„საქართველოს რკინიგზა” 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს ინფორმაციას. “მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია:ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სსწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ლანა გალდავა – არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ქუჩაში ვდგავართ საპროტესტო აქციებზე, ვიბრძვით სააპელაციო სასამართლოში, რა თქმა უნდა, წავალთ სტრასბურგშიც

არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ქუჩაში ვდგავართ საპროტესტო აქციებზე, ორი დღეა ვიბრძვით სააპელაციო სასამართლოში. რა თქმა უნდა, წავალთ სტრასბურგის სასამართლოშიც , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით. ლანა გალდავას თქმით, „ძლიერი საქართველოს“ იურისტების გუნდი ერთი კვირაა მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე. „გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება. ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ხალხი, რა […]
,,ტრამპმა დამირეკა… მკითხა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო“ – რას იხსენებს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი […]
წიწამურთან ხელყუმბარის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

სოფელ წიწამურთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
საია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატზე ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას

თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა გრძელდება. ამ წუთებში, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა. საიას თამჯდომარე, ნონა ქუროდოვანიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კოსმიის წარმომადგენლებს […]
ზახაროვა: გრეტა თუნბერგის მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში – დასავლეთის ჩარევაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, საქართველოში ოპოზიციის აქციაში შვედი გარემოსდამცველის, გრეტა თუნბერგის მონაწილეობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ დასავლეთმა „თვითონ გამოავლინა თავისი ჩარევა საქართველოს საქმეებში“. „ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, როგორ გაამჟღავნა დასავლეთმა თავისი თავი მტკივნეული ჩართულობით საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში,” – თქვა მან „ვალდაის“ სადისკუსიო […]
პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა: • ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; • ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს; • პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას; • მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია […]
პრეზიდენტი – ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელებში – პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპას „ცხადი და მყარი პოლიტიკა“ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის თქმით, პირველი გამოწვევა სწორედ საქართველოა. “მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელებში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, და არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი”, – წერს ზურაბიშვილი.