„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“: ირინე ჟორდანიას ფილმის მსოფლიო პრემიერა ტალინში

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 9 ნოემბერს ირინე ჟორდანიას მხატვრული ფილმის – “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (Air Blue Silk) მსოფლიო პრემიერა გაიმართება. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და მას ორი მთავარი მოქმედი გმირი ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავთან და გარემოსთან კავშირის ძიებაში არიან. „ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი თავისი ცხოვრების გზას პარალელურად მიუყვება, თითოეული გადის გარდაქმნის გზას, რამაც […]

საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

აქციები 8 ნოემბრიდან განახლდება

აქციები 8 ნოემბრიდან განახლდება – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. პროევროპული ოპოზიციის ლიდერები ხვალ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად სამეგრელოში მიდიან, სწორედ ამ მიზეზით არ იქნება ხვალ დედაქალაქში შეკრება.

ნიკა გვარამია – ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას – მოგვპარეს არჩევნები? წავართვათ უკან!

ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. გვარამიას თქმით, “სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები, მაგრამ კანონზომიერი, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა”. “ჩვენ პრეზიდენტის ინიციატივებს არ ვიხილავდით, საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა […]

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას, ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელ ,,X” ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე. „ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ […]

უკრაინა 38 რუსული დრონის განადგურების შესახებ იუწყება

ოთხშაბათს უკრაინის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ ღამის განმავლოაში გაშვებული 63 დრონიდან 38 ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებს გზა გადაუჭრეს ჩერკასის, ჩერნიჰივის, კიროვოჰრადის, კიევის, მიკოლაივის, ოდესის, სმის, ჟიტომირის და ზაპოროჟიის რეგიონებში. მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსულმა თავდასხმამ დააზიანა ენერგო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა. ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ […]

საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით:https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

გლდანში სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა. სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება. „გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად […]

“ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ” – რუსეთის საგარეო აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იმუშავებს თავისი ეროვნული ინტერესებისა და სპეცოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს. რედ.) მიზნების მიღწევის მტკიცედ დაცვით. “რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის თეთრ სახლში “ ჩაეწერება” რუსეთის ეროვნული ინტერების მკაცრი დაცვითა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებით. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში […]

ანა დოლიძე – პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა – ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით

როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში, ამაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ანა დოლიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აწვდის ზუსტს ინფორმაციას ევროპელ პარნიორებს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებთან დაკავშირებით. „ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, […]