საია – წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარში მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს ავრცელებს. საიას თანახმად, აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია. „განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენთან არჩევნები რუსებმა მოიპარეს, ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და შევეგუეთ – არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი

ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია – არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, ამას ყველა გაიგებს და დააფასებს , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, CNN-ზე ჟურნალისტებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე აღნიშნეს -“საქართველოში მოპარული არჩევნები“. სააკაშვილის თქმით, ამ კომენტარებით ნათელია, რომ […]

საწარმოს, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა, თუმცა ლიკვიდირებული არ არის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვს – იონა კიზირია

თუ საწარმო ჯერ კიდევ ფურცელზე არსებობს, არ არის დალიკვიდირებული და რაიმე სახის ქონებას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საქმიანობას აღარ აწარმოებს, ფინანსური ანგარიშგება მაინც უნდა წარადგინოს, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ განაცხადა. რა ეტაპები უნდა გაიარონ ინდ.მეწარმეებმა და საწარმოებმა რეგისტრაციის გაუქმებისთვის, იონა კიზირიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა. “მეწარმე სუბიექტში […]

„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ — ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად მუშაობს და როლები განაწილებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილებისა და საერთაშორისო გამოძიების მისაღწევად. ნიკა გვარამიამ ამის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან პროევროპული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც მას დაანონსებული კარვების აქციის შესახებ ჰკითხეს. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ბევრი კარავი შევაგროვეთ. დიდი […]

ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! მათ დაიმსახურეს, რომ ჰყავდეთ ტრამპი – გია ნოდია

„ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში, გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. „მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი […]

მთის ამბები: უკანონოდ დაკავების საქმეზე გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მთის ამბების რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა უკანონოდ დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. მთის ამბების ცნობით, გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს. მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს […]

რიჰარდ კოლსი – მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას – არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და ევროპულ მისწრაფებებს

არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა” […]

“ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს გადაწყვეტილებას უწონებს” – რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასაჯაროებს საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის შინაარსს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” წერს, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში ვკითხულობთ: “საქმის განმხილველი მოსამართლე […]

ჟიგიმანტას პავილიონისი – მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე

მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების […]

მიხეილ სააკაშვილი – ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო, ვუპასუხე: რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო

ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პირად საუბარს იხსენებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, 2013 წელს დონალდ ტრამპმა თავად ისურვა მასთან საუბარი. „2013 წელს, უკვე […]