გიგაური: გვრიტიშვილმა თავად ჩაატარა ექსპერიმენტი, მისი ფურცლის უკან გამოჩნდა შავი წერტილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სხდომაზე ხმის ფარულობის დარღვევაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რა დროსაც მისი ფურცლის უკანა მხარეს შავი წერტილი გამოჩნდა. ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საქმეებს […]
ევროპელი პარლამენტარები ივანიშვილის სანქცირებას და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

30 ევროპელი პარლამენტარი ერთობლივ განცხადებაში მოითხოვს, რომ გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს ყველა ბრალდებასთან, განსაკუთრებით, “ამომრჩევლებზე ზეწოლასთან და ხმების ყიდვასთან” დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერიოზული ბრალდებების ფონზე, “მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო მოკვლევას” შეუძლია გამოძიება. მათ ასევე მოითხოვეს, გასაჯაროვდეს ამომრჩევლების პროტოკოლი, რათა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, მართებულია თუ არა მათ მიერ ხმის მიცემის დრო და ადგილი. გარდა ამისა, […]
სირსკის თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 45 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი

რუსეთმა კურსკის ოლქში 45 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი და, სავარაუდოდ, კონტრიერიშისთვის ემზადება ოლქიდან უკრაინის ჯარების განსადევნად, განაცხადა 6 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, მოსკოვი ასევე ცდილობს, თავისი ეფექტიანობა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების დახმარებით გაზარდოს. სირსკის კომენტარები გამოჩნდა იმ დღეს, როცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მოიწონა ფხენიანთან სტრატეგიული ხელშეკრულების რატიფიკაცია. ორ ქვეყანას […]
არჩევნების გაყალბების საქმეზე მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებელი მას შეფასებების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, ამასთან, მისგან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა. “როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ, არა, არა, აქ ჩვენ სხვა […]
პრეზიდენტი – ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში – პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპას „ცხადი და მყარი პოლიტიკა“ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის თქმით, პირველი გამოწვევა სწორედ საქართველოა. “მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, და არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი”, – წერს ზურაბიშვილი.
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ტრამპთან რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, როგორ მოვიქცევით – ის აფასებს რეალურ ძალისხმევას

ტრამპთან საქართველოს რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, თუ როგორ მოვიქცევით და რამდენად მზად ვართ, ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ამით გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და დონალდ ტრამპის გამარჯვებას. მარგველაშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპი რეალისტი პოლიტიკოსია და რეალურ ძალისხმევას […]
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, ოთხი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს და პირველი ტაიმი 12:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბერძნები დაცვაში კარგად მოქმედებდნენ, აქტიურად გვიტევდნენ და ორბურთიანი სხვაობით წინ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მეკარე ზურაბ ცინცაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე გიორგი ცხოვრებაძემ თანაფარდობა აღადგინა, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ საბერძნეთმა […]
ევროპის ქვეყნების პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის ქვეყნების პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ხელმომწერები მწუხარებას გამოთქვამენ „ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლის” გამო. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე და შეშფოთება, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო […]
მთავრობამ კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა

მთავრობამ კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
ზურიკო დავითაშვილი ნომინირებულია „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული. დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავს, 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. დავითაშვილი ფრანგულ კლუბს ამ სეზონის დასაწყისში შეუერთდა. მისი კონკურენტები არიან ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე.