ნონა ქურდოვანიძე – სააპელაციო სასამართლოში სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და კვლავ მიმდინარეობს – შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი კვლავ გრძელდება. როგორც ქურდოვანიძე “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. “რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა”, – აღნიშნავს ქურდოვანიძე. ცნობისთვის, სააპელაციო […]
გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია

კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „პეჩერსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიანი შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო ხანძარი, ასევე, დაფიქსირდა უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის, ობოლონსკის და პოდოლსკის რაიონებში. „სოლომენსკის […]
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ამჯერად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება. როგორც სასამართლოში შესვლამდე ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, ინტერნეტი სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები და თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, ამის პრობლემა არ არის. „ნუ, რასაც აკეთებენ ცალსახად არის, რომ ერთი რომ მე მაცდენენ […]
რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა და დოლარის ღირებულება კვლავ 2.7247 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.89 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9288 ლარი გახდა. 2.45 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5135 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა […]
სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება. როგორც საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯერ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადასულა. „ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადავსულვართ“, – წერს ქურდოვანიძე. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.
ხანძარი და ნგრევა მოჰყვა კიევზე დრონებით შეტევას

7 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერსკის რაიონში მდებარე სახლის 33-ე სართულზე. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის 34-ე, ტექნიკური სართული. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა. […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელეტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ხუდადოვის, მახათას, ხაჩატურიანის, რეხის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, თამუნა დოლიძის, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან […]
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ

გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-სა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m², უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters, ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტში ერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას. კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, “იცხოვრე შენი ცხოვრებით” ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 11:00-იდან 12:00 საათამდე და 16:00-იდან 18:00 […]