არსებობდა ორი გეგმა -ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე

ზურაბ ქადაგიძე-არსებობდა ორი გეგმა: ერთი გეგმა იყო, რომ „ლელოს“ და გახარიას ტანდემი მომხდარიყო, მაგრამ ეს გეგმა არ გამართლდა. გეგმა ბ იყო ის, რომ მათ აუცილებლად უნდა გადაელახათ ბარიერი, დავალება გაიცა ამაზე- „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი დაეხმარა გახარიას და „ლელოს“ ბარიერის გადალახვაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ ბარიერგადალახული პარტიების შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა. ქადაგიძე […]

ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია – რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის არსებობს თუ არა კომპრომისის შანსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ვინ წავა დათმობაზე “პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ” – რა გეგმა აქვს ოპოზიციას * * * აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია – რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის “წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, სენატორი ჯეი […]

m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ

გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-სა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m², უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters, ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტში ერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას. კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, “იცხოვრე შენი ცხოვრებით” ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის […]

მამუკა ხაზარაძე – მაგისტრატ მოსამართლეს მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე მივიდა. ხაზარაძის თქმით, ის აუცილებლად მოუყვება სასამართლოს იმას, რაც თვითონაც კარგად იციან – „როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები“. „ჩემი სასამართლოში ყოფნა კი არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებენ მონაწილეობას, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რადგან ეს […]

ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, პოლონეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2024” ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „EnoExpo“, რომელიც უკვე 21-ედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. „გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა […]

„ტრამპის მიზანია, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ჩინეთში გადასული ამერიკული ბიზნესი“ – როგორია ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა

ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატები ადგილობრივმა ბიზნესებმა დატოვეს. მათ წარმოება ჩინეთში გადაიტანეს, რასაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვა. ფაქტით უკმაყოფილო იყო შტატების მოსახლეობა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ცდილობდა, ბიზნესები ეიძულებინა ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. 2024 წელსაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. ამერიკის მცოდნე გიორგი […]

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა

საქართველოს ფოსტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტმა, საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, გამოსცა წიგნი-ალბომი: „მედეა ღამბაშიძე, პირველი ქართული უნივერსიტეტის, პირველი სტუდენტი“. გამოცემა მიეძღვნა ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი, სწორედ მის სახელზე გაიცა. ალბომში, მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, უნივერსიტეტის […]

“მაცდენენ, ჰგონიათ, რომ ვიღაცებს შეაშინებენ” – ჯაფარიძე მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება – საქმე არჩევნების, სავადაუდო, გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ინტერნეტში მრავლად მოიპოვება არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და თუ ვინმეს მართლა უნდა გამოძიება ჩაატაროს, პრობლემა არ იქნება. “რასაც აკეთებენ ცალსახად არის, რომ ერთი რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ. […]

ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა და ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვია ხელისუფლების გადაცემის საკითხების განსახილველად. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო AP იუწყებიან თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ტელეფონით 6 ნოემბერს ესაუბრა. დღეს, 7 ნოემბერს ჯო ბაიდენი ამერიკელებისადმი მიმართვას გეგმავს. […]

ბითაძის ორმაგი დუბლი ყოფილ გუნდთან – “ინდიანა პეისერსმა” “ორლანდო მეჯიქი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ინდიანა პეისერსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 118:111 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო. გოგამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 10 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბენედიქტ მატურინი გახდა, კანადელმა 20 ქულა, 11 […]