დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეხვედრაზე ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო

დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარებასთან პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, – ინფორმაციას The Associated Press-ი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. თარიღი, ჯერჯერობით, გამოცხადებული არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, ტრამპმა ძალიან დააფასა ჯო ბაიდენის მხრიდან მილოცვა. […]
“ადგილობრივი ბაზარი ჩვენი ღვინის 3-4%-ს ითვისებს” – სად იყიდება “ამბრას” პროდუქტი?

რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში არსებული მეღვინეობა “ამბრა”, 2024 წლის მოსავლით 30 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც, ძირითადი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე გაიყიდება – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, აკაკი სირაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, წარმოების ძირითადი ნაწილი 6 ქვეყნის ბაზარზე გადის და წელს ახალი საექსპორტო ქვეყნების მოძიება არ იგეგმება. “ადგილობრივი ბაზარი ჩვენი ღვინის 3-4%-ს ითვისებს, ძირითადი […]
ზელენსკი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. 7 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმდნენ მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე. ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ლიდერობა […]
ნონა ქურდოვანიძე – სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ სააპელაციო სასამართლოების მიერ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია, თუმცა ფორმალურად პროცესი გრძელდება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესი […]
ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპს ტელეფონით ვესაუბრე – დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. უნგრეთის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მას და დონალდ ტრამპს დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. „ახლახან მქონდა პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან არჩევნების შემდეგ. დიდი გეგმები გვაქვს მომავლისთვის!“ – აცხადებს ორბანი. შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში […]
ჯო ბაიდენი – კამალა ჰარისის ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესო ისტორიას და ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას

ის, რაც დღეს ამერიკამ დაინახა, იყო კამალა ჰარისი, რომელსაც ვიცნობ და ღრმად აღფრთოვანებული ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, კამალა ჰარისი არის დიდი პარტნიორი და საჯარო მოხელე, სავსე კეთილსინდისიერებით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. მან საგანგებო გარემოებებში გააძლიერა და ხელმძღვანელობდა ისტორიულ კამპანიას. „კამალას არჩევა იყო პირველი გადაწყვეტილება, […]
გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიაში მმართველი ე.წ.”შუქნიშნის კოალიცია” დაიშალა და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. შოლცის თქმით, ის ეთანხმება ვიცე-კანცლერს რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სწრაფი სიცხადე სამომავლო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით. მანამდე შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ისტორიული გამარჯვება მივულოცე. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა მისმა უზარმაზარმა კამპანიამ. ვაფასებ მის ოჯახს და გუნდს დიდი შრომისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპთან დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის […]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: “ბარსელონა” შეუჩერებელია – იტალიური გუნდების წარმატებული სვლა გრძელდება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მეორე სათამაშო დღეს კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ გასვლაზე „ცრვენა ზვეზდას“ 5:2 მოუგო და ყველა ტურნირზე ბოლო 13-დან 12 დაპირისპირებაში გაიმარჯვა. ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა – ტურნირზე მის ანგარიშზე 99 გოლია. რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კუნდემ დღეს 3 საგოლე პასი მიითვალა. ჩინებულად […]
12 საათია, რაც სააპელაციო სასამართლოში უწყვეტად გრძელდება საარჩევნო სარჩელების განხილვა

ზუსტად 12 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც განიხილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სხდომა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე […]