კობახიძე ბუდაპეშტში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბუდაპეშტში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც შეხვდა. კობახიძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან. შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც […]

ჯო ბაიდენი – არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ, მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ, მეზობელი გიყვარდეს, მაშინ, როდესაც ეთანხმები – მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა, ერთმანეთს შეხედეთ არა ისე, როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს

ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარებას იმსახურებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში განაცხადა. “200 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკას მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდესი ექსპერიმენტი აქვს. ეს ჰიპერბოლა არ არის. ეს ფაქტია. როდესაც ხალხი ხმას აძლევს და თავის ლიდერებს ირჩევს, ამას მშვიდობიანად აკეთებენ. და ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს… […]

რომან გოცირიძე – ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა

ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. გოცირიძის თქმით, სექტემბერში რეზერვების მოცულობა 4,71 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილარდ დოლარამდე შემცირდა. გოცირიძე აღნიშნულს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის „ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ […]

ლევან მგალობლიშვილი – საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით

როგორც მოსალოდნელი იყო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული […]

“ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა; მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში” – ვიკა ბუკია 7 ნოემბერზე

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია: 7 ნოემბერია დღეს. გროტესკად ქცეული თარიღი. იმედის თანამშრომლების ფარისევლური სტატუსების დღე. ღირსებააყრილები ხავსივით ეჭიდებიან 7 ნოენბერს. ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა, მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში გულგახეთქილი. ვხარხარებ ამაზე:) ყველა ტელევიზია რომ დაიხურება, ბოლო ახალგაზრდა რომ წავა ამ ქვეყნიდან, ყველა ენჯეო რომ აგენტად გამოცხადდება – უბერებელი ბოტოქსიანი კალაძე, […]

ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გაგზავნას აჩქარებს

სააგენტო „როიტერის“ წყაროებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ თეთრი სახლი გეგმავს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარება სასწრაფოდ გაგზავნოს უკრაინაში იმის იმედით, რომ ეს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კიევში მთავრობას გაამყარებს. ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ იანვარში უფლებამოსილების ვადის გასვლამდე „ადმინისტრაცია გეგმავს მოქმედებას, რათა უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე გაიყვანოს.“ ტრამპი ბაიდენის უკრაინისადმი დახმარების […]

„მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები უფრო ევროპიდან შემოდიან“ – სასტუმრო Chalet Mestia

“შეიძლება ითქვას, რომ წელს უკეთესი წელი გვაქვს. 25 დეკემბერს იხსნება სათხილამურო სეზონი და 60-70%-იან დატვირთულობას ველოდებით”, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ზამთარში სასტუმროს დამსვენებლები უფრო მეტად ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, უკრაინიდან და რუსეთიდან არიან. ივერი ჭელიძის თქმით, სასტუმროს დამსვენებლებში ადგილობრივების ხვედრითი […]

კობახიძემ ფიცო საქართველოში მოიწვია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს შეხვდა და საქართველოში მოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის […]

ხელის გადაგრეხვის პრინციპით აფორმებენ ოქმებს – ანა დოლიძე

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძეც იმყოფება. წარმოუდგენელი ვითარებაა, ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს სხდომები უნდა იყო საჯარო. ოქმის შეჯამების არსი ეს არის, რომ იყოს საჯარო და მოქალაქეებმა საკუთარი აზრი გამოხატონ. მაშინ პირდაპირ ადგნენ და დაწერონ ციფრები, რასაც აკეთებენ […]

არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა – Forbes

აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ოთხშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 285,6 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა და 288 დოლარს გადააჭარბა, რაც წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კომპანიების – „ტესლას“, „სფეის იქსის“ და […]