ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს შეხვდა

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. „ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და […]

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართული სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრის – Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 36 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთაგან ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები […]

დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად – ირაკლი კობახიძე

ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა – ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად. „ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის […]

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან პროტესტი დასრულებულია – ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც პოლიტიკოსები და მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, პროტესტი დასრულდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართლადამცველები. როგორც, ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, კომისიის წევრები “გვერდითა შესასვლელიდან გაიპარნენ”. მოქალაქეების თქმით, არ აპირებენ “მოპარულ არჩევნებს შეეგუონ”. “ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს”,- განაცხადეს მათ. მოქალაქეები საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები.

ტრამპთან “ირანის საფრთხის” განხილვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა “ირანის საფრთხის” შესახებ ისაუბრეს. ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამპს მიულოცა და მის ხელახლა არჩევას “ისტორიაში უდიდესი დაბრუნება” უწოდა. “სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი “შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე […]

ცესკოს განმარტება ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობაზე

ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა. დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და […]

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი დუმბაძის თქმით, საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, ის, რაც ახლა საოლქო კომისიებში მიმდინარეობს, არ არის პროცესი, მისი თქმით, ეს არის “ფიქცია, რომელიც ემსახურება არჩევნების გაყალბების შელამაზებას”. “ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეპროტესტებინა ის მასობრივი გაყალბება, რომელსაც ადგილი […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა. ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება […]

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია – ცესკო

ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა.”- ამის შესახებ ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე. “დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებზე’’ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების […]

კვარაცხელია შეიძლება ოქტომბერშიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს [PHOTO]

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ხუთი გატანილი გოლით სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე “ნაპოლის” ბომბარდირია, შეიძლება ოქტომბერშიც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. კვარაცხელიას გარდა დასახელებულ კანდიდატთა შორის იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), ნუნო ტავარეში (ლაციო), მატეო რეტეგი (ატალანტა) და მარკუს ტიურამი (ინტერი) არიან. ხმის მიცემა სერია A-ს საიტზე მიმდინარეობს. კვარაცხელიამ თავის პირველ სეზონში სამჯერ მიიღო თვის MVP-ის […]