მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ საქართველოს ავიაბაზარზე – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიოს უმსხვილეს სამოგზაურო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე – WTM London-ზე პირველად მონაწილეობს. 44 წლის განმავლობაში, WTM London მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება. ყოველწლიურად, 3 დღის მანძილზე, 43 ათასზე მეტ ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს გლობალურ ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა […]
რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა33-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებენ. ფედოროვმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის 33 დაჭრილი ადამიანის შესახებ არსებობს ინფორმაცია, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქალაქის მიმართულებით რუსებმა 6 ავიაბომბი გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთ ონკოლოგიურ […]
პრემიერი – ნებისმიერ მამაკაცს მთელ რიგ ქვეყნებში შეუძლია უცბათ გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ჩვენ ვფიქრობთ, ეს სრული სიმახინჯეა – რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, აქაც გვჭირდება არგუმენტები

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და „გამჭვირვალობის შესახებ” კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას საჭიროა არგუმენტები. „მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ […]
ირაკლი კობახიძე – აშშ-ში აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას – საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა – ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული

ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კობახიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები უმაღლესი ხარისხით ჩატარდა. “ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით. რა […]
პრემიერი – შარლ მიშელს აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში – ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს, მათ შორის ისიც, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება

შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. „შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ […]
პრემიერი – არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი – 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წელს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო. „ამ […]
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგები შეაჯამეს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე შეჯამდა ოცდასამივე უბნის შედეგები, სადაც შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციამ. ისინი არ ეთანხმებიან საბოლოო შედეგებს. მათი განცხადებით, კენჭისყრის პროცესში დარღვეული იყო ფარულობა და იგი ზეწოლის ფონზე წარიმართა. „70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გაფორმდა ტოტალურად გაყალბებული, დაშინების ფონზე ჩატარებული არჩევნები. უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ ფარულობაა მთავარი, რაც იყო […]
პრემიერი – სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შარლ მიშელთან – ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა პარტნიორებთან

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე პრემიერ- მინისტრთან, შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფორმატებიც იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად ყოფილიყო მიტანილი პარტნიორებთან. „სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, […]
“საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან” – ცესკო ISFED-ს პასუხობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გავრცელებულ მონაცემებს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო. ცესკო ISFED-ის ინფორმაციას “მანიპულაციურს” და “დეზინფორმაციას” უწოდებს, ამასთან, აცხადებს, რომ “მსგავსი უზუსტობა” შეიძლება მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში არსებობდეს. “მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე […]
რა მონაცემებს აქვეყნებს ნინო ლომჯარია – “წარმოიდგინეთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 “კაპიტანი” და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები – 4-5 კაცი, ხოლო […]