“ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა” – ზელენსკი

ბუდაპეშტში მყოფმა უკრაინის ლიდერმა “მთავარ არხთან” 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება “ეს ძალიან დიდი პრობლემაა ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამსტერდამში ისრაელის საფეხბურთო გუნდის ქომაგებს დაესხნენ თავს

ამსტერდამში ისრაელის კლუბ „თელ-ავივის მაკაბისა“ და ნიდერლანდის „აიაქსს“ შორის გამართული ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს. ზოგ თავდამსხმელს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები. თავდამსხმელებმა იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ. პირველადი მონაცემებით, დაშავდა ისრაელის გუნდის რამდენიმე ქომაგი. როგორც ისრაელის მედია წერს, მატჩის დაწყებამდე ისრაელის გუნდის გულშემატკივრებმა […]

თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით – ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!

მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს. ხუჭუა არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. „მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს […]

ისრაელის პრეზიდენტი – ამსტერდამის შუაგულში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ანტისემიტური “პოგრომი” მიმდინარეობს

ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც, 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარასოდეს ვნახავდით: ანტისემიტური “პოგრომი”, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის „მაკაბის“ გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. […]

შერმადინის “ტენერიფემ” წვიმის გამო გადადებულ მატჩში სტუმრად “ბრეოგანი” დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატში 10 დღის წინ წვიმის გამო გადადებული მატჩი ახლა ჩატარდა. გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” “ბრეოგანს” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 79:78 მოუგო. ეს მატჩი თავის დროზე იმის გამო შეწყდა, რომ დარბაზში წვიმა ჩამოვიდა და მისი გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამჯერად მატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიარა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ტენერიფელებმა მოპოვებული ლიდერობ შეინარჩუნებს და ჩემპიონატში […]

ევროკავშირის ლიდერები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები – საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა, არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზედაც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ. „ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ […]

მეთიუ მილერი – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის შთანთქმის გაგრძელებაზე

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის მითვისების გაგრძელებაზე. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. „შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ განცხადებებს, რომლებსაც ის აკეთებს – არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას თავის მოთხოვნაზე – გააგრძელოს უკრაინის ტერიტორიის შთანთქმა. […]

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს

ექსპორტის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. შარშან საქართველოდან 6 მლრდ დოლარზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალოგიური ტენდენციაა შენარჩუნებული 2024 წლის სამ კვარტალშიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტრადიციულად უზრუნველყოფენ ქართველ ექსპორტიორებს მთელი რიგი ხელშემწყობი პროგრამებით სხვადასხვა გამოფენებსა და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის […]

თელავში ერეკლეობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა

თელავში, ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე ერეკლეობის, იგივე თელავქალაქობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა. „მეფის სასახლეში სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში. ცენტრალურ მოედანზე მოსულ […]

გენადი არველაძე – ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს

შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას, რომელიც სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. […]