ლევან იოსელიანი უდიებისა და ავარების თემების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კახეთის რეგიონში უდიებით დასახლებულ სოფელ ზინობიანის მოსახლეობას და სოფელ თივში მცხოვრებ ავარების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის, კულტურის და განსაკუთრებით კი მშობლიური – უდიური და ავარული ენების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. „ხაზი გაუსვეს სახელმძღვანელოების საჭიროებას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და აღნიშნეს, რომ […]

ჯაბა სამუშია ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში თსუ-ის სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა, FabLab-სა და დრონების ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობას გაეცნო და ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა. თსუ-ის ინფორმაციით, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი კვლევის „ოპტიკური სპექტროსკოპიის სამედიცინო და ეკოლოგიური გამოყენება“ პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც ფიზიკური პროცესების მოდელირების […]

„დღეს ბანკი ბიზნესის პარტნიორი არ არის“ – დავით ცერცვაძე

ბიზნესმენ დავით ცერცვაძის შეფასებით, დღეს ბანკები ბიზნესის პარტნიორები არ არიან, რადგან მათ მიერ გაცემული სასესხო პირობები საფინანსო ინსტიტუტების რისკებს აზღვევს, ბიზნესს კი აზარალებს. გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას „მგზავრები ჯგუფის“ და „შატო ვარციხის“ დამფუძნებელი დავით ცერცვაძე ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ქვეყანაში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს და ამბობს, რომ ბანკი კერძო სექტორისთვის ფინანსური რესურსის ერთადერთი წყაროა. ქართულ საფინანსო […]

“ნაპოლის” ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის – ქართველების დუელი სანაკრებო პაუზამდე

სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. კვირას, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მიიღებს. 11 ტურის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად […]

ფლანგვა: 2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, აქედან 11 ოცნებასთანაა დაკავშირებული

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მთავრობამ 2024 წელს შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად 9 მილიონამდე დახარჯა – აქედან 5.5 მილიონი ქართული ოცნების შემომწირველმა ან მასთან დაახლოებულმა კომპანიებმა მიიღეს. ფლანგვის დეტექტორის ცნობით, რთვლის სუბსიდირების პროგრამით დაფინანსებული 23 კომპანიიდან 4 უკრაინის მიერ სანქცირებული ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიაა. ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. საერთო ჯამში ვახტანგ კარიჭაშვილის 4-მა კომპანიამ 2024 […]

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი შედგება – nbc

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ფიქრობს, რომ მათი საუბარი შედგება, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს. „ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, არჩეულმა პრეზიდენტმა გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ „ძალიან მალე ერთად წავლენ ლანჩზე“.

ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 10 ადამიანი

ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხსნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ […]

“გალათასარაის” ოსიმენის შეძენა სურს – თურქული კლუბის პირველი შეთავაზება “ნაპოლის”

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ბრწყინვალე ფორმაშია, ნიგერიელმა გუშინ, 7 ნოემბერს, ევროპალიგის მეოთხე ტურში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. Areanapoli-ს ცნობით, “გალათასარაის” ვიქტორის შეძენა სურს და მზადაა “ნაპოლის” შემტევი ბარის ალფერ ილმაზი და თანხა შესთავაზოს. 24 წლის თურქ ფეხბურთელს შეტევის ორივე ფლანგზე და ასევე მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა “პარტენოპეის” ილმაზის […]

ფუტსალი | ნაკრებმა ლატვიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველო 2:6 ლატვია საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ფრედ (2:2) დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მეორე მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები გიორგი ღავთაძემ და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს. სებისკვერაძემ ლატვიის წინააღმდეგ ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა. 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 58 სანაკრებო გოლია. ლატვიასთან მატჩებით საქართველოს ფუტსალის […]

ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა – რომან გოცირიძე

ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. გოცირიძის თქმით, სექტემბერში რეზერვების მოცულობა 4,71 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილარდ დოლარამდე შემცირდა. გოცირიძე აღნიშნულს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის „ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ […]