ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა. „ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი […]
ანა დოლიძე – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერა საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ჩვენი გამარჯვება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას. მისივე თქმით, გაერთიანების წევრები იზიარებენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს. „საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის წევრების გაერთიანებას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს, სხვადასხვა პოლიტიკური ფასეულობებისა და პოლიტიკური პარტიებისგან, […]
„შატო მუხრანი“ – ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე კომპანია „შატო მუხრანის“ წარმომადგენელმა თაკო შეროზიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოფენაში მონაწილეობამ ახალი სტრატეგიული პარტნიორების შეძენის შესაძლებლობა […]
გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგად ბუნდესტაგში დღის წესრიგი შეიცვალა

გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგად გერმანიის ბუნდესტაგში დღის წესრიგი შეიცვალა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღეს ბუნდესტაგში ერთადერთი საკითხი განიხილება – ბერლინის კედლის დაცემის 35-ე წლისთავი, შემდეგ კი გერმანელი დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავენ. ცნობისთვის, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი […]
გიტანას ნაუსედა – იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება – იმედგაცრუებული ვარ არჩევნების შედეგებით და უამრავი დარღვევით

იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ უამრავი დარღვევით საარჩევნო პროცესში. ეს არის შეშფოთების საკითხი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე და ამავდროულად დააწესო საწინააღმდეგო კანონები, მიიღო ზომები და გამოიყენო შეურაცხმყოფელი […]
შალვა პაპუაშვილი – ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას – უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, […]
საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია – რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“ – მათ ერთი პატრონი ჰყავთ, ერთნი არიან

რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“, რადგან მათგან არაფერი განასხვავებთ, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული პარტიები იმ გარე აქტორებისგან იღებენ დავალებას, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მართავენ. “რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას, რადგან მათგან არაფერი განასხვავებთ და სწორედ იმ გარე აქტორებისგან იღებენ დავალებას, რომლებიც […]
რამდენიმე უბანზე უზუსტობის აღიარება ვერ ხსნის იმ შემთხვევებს, რაც გამოვკვეთეთ – ISFED-ის მკვლევარი

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელმაც ცესკოს ოფიციალურ გენდერულ სტატისტიკაში ცდომილება აღმოაჩინა, ეხმაურება უწყების განმარტებას. ნარსიას თქმით, თუ ცესკო “გარკვეულ უზუსტობას” აღიარებს მხოლოდ რამდენიმე უბანზე, გამოდის დანარჩენ უბნებში, სადაც ასევე არის ცდომილება, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას. “ცესკო ჩვენ გვეუბნება, რომ მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაუშვეს შეცდომა. თუ მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე უშვებენ ისინი შეცდომის არსებობას, […]
თბილისში EU-ს ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელების დელეგაცია ჩამოდის

11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს. „საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით“, – წერს როთი X-ზე. მიხაელ როთის ინფორმაციით […]
მიშელი: საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არსებობს გაყალბების ეჭვები, საჭიროა გამოძიება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს. როგორც მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. მიშელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობს. “პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ […]