ანა დოლიძე – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერა საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ჩვენი გამარჯვება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას.
მისივე თქმით, გაერთიანების წევრები იზიარებენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს.
„საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის წევრების გაერთიანებას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს, სხვადასხვა პოლიტიკური ფასეულობებისა და პოლიტიკური პარტიებისგან, მხარი დაუჭირა საქართველოს არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას. ისინი აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს. ამასთანავე, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ფაქტები გამოძიებულ იქნას. მათი თქმით, ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გამოძიება, მხოლოდ საერთაშორისოზე დონეზე შეიძლება განხორციელდეს.
ეს არის ჩვენი მოთხოვნის გამარჯვება“, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის განცხადებასაც პარტია „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა