მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს საქართველოში EU-ის 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამბობს, რომ 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა. კერძოდ, თბილისს ეწვევიან: ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები. “საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვართ ერთგული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი, ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ […]

ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირება გრძელდება – ცესკო

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია […]

შარლ მიშელის თქმით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა. როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხს ევროპულ საბჭოში შეაფასებენ და ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან. „[საქართველოში] ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები […]

“ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა” – გია ხუხაშვილი

ხელისუფალმა მშვენივრად იცოდა, რომ კობახიძე იქ პრაქტიკულად იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ როგორც თავისი უთავმოყვარეო ხელის ბიჭი, მაინც გააგზავნა ერთადერთი მისიით – რამენაირად დაარწმუნოს ევროპა, რომ ოპოზიციას არაფრის თავი არა აქვს და ამიტომ მიუხედავად მამაძაღლობისა და ვირიშვილობისა, მაინც ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთო. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა – მათ უნდა დაარწმუნონ ევროპა, რომ ეს ასე არ არის.

ბადრი ჯაფარიძე – მომზადდა ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გასაგზავნად ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა – ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ვითარების ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ანგარიში მზად არის, ის ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ევროკავშირში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ ვითარების […]

თინა ბოკუჩავა – ელჩ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო – რა მექანიზმის გამოყენება მოხდება არჩევნების შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე ევროკავშირში უახლეს მომავალში შეჯერდებიან

საუბრის ერთ-ერთი თემა, ნამდვილად საერთაშორისო გამოძიება იყო იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს – რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, საარჩევნო შედეგის ტოტალურად მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის […]

ნიკა გვარამია – დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი – კობახიძე ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან გადასვეს

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვიან, მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში. ზელენსკი ვერასდროს იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრავმასა და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და აგერ ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხი არიან ისინი, ვისაც ხელს აღარ […]

გურამ მაჭარაშვილი – ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია – დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ

ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია – დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა. მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და პარტნიორული ურთიერთობები, რაც თუნდაც ორი-სამი წლის წინ იყო, კვლავ გააქტიურდება. „ვამბობდით, რომ ევროკავშირი საჭიროა საქართველოსთვის, ისევე […]

მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სერიოზული ეჭვები” არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს. “არჩევნები ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა”, – თქვა […]