მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს – მიხეილ სარჯველაძე, საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა, ქალთა […]
“ჩაკვეტაძე დიდებული და აღმაფრთოვანებელია! თუ ამას გააკეთებს, პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება” – “უოტფორდის” მწვრთნელი ქართველზე

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “ოქსფორდი” 1:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა, რომელიც მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “საოცარია იმის ხილვა, როგორ ატარებს ბურთს გიორგი და რამდენ შანსს უქმნის თანაგუნდელებს, თანაც ამ ყოველივეს წნეხის მიუხედავად აკეთებს. […]
ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოდესის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები დაზიანდა, მათ შორის 10 ავტომობილი სრულად დაიწვა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში დრონების გამოყენებით დღეს […]
უკრაინელების „განადგურების“ შეჩერების სანაცვლოდ, რუსეთი დასავლეთისგან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს

უკრაინელების „განადგურების“ შეჩერების სანაცვლოდ, რუსეთი დასავლეთისგან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, რუსეთმა კიევის მოკავშირეებს, უკრაინელებზე სასტიკი თავდასხმების შეჩერების სანაცვლოდ, მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა. ნიშანდობლივია, რომ ამ ულტიმატუმის წაყენების დროს, უკრაინის დედაქალაქი მტრის თვითმფრინავების მასიურ ავიაიერიშებს იგერიებდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებს ესმოდათ, როგორ ღმუოდნენ კიევის თავზე მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები, უკრაინის საჰაერო […]
კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და კატარელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, კატარმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლის შესახებაც ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მათ კატარელ კოლეგებს შორის საუბარი ორი კვირის წინ შედგა. კატარმა დოჰაში მყოფ „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ერთი კვირის წინ აცნობა, რომ ქვეყანა […]
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 32 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 51 დრონით შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონით დარტყმამ ოდესაში შენობა დააზიანა, ხარკოვში კი კონტროლირებადი საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად გზატკეცილი დაზიანდა ოდესის რეგიონული პროკურატურა წერს, რომ ოდესაში უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და კიდევ 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი […]
საქართველოს მმართველ პარტიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესება ბუდაპეშტში აშკარად გამოჩნდა – მედია

საქართველოს მმართველ პარტიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უარესდება, – ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტი” იუწყება. გამოცემის შეფასებით, ამ ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინება იყო ბუდაპეშტში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები ითხოვენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების საქმეებზე, თუმცა “ქართული ოცნება” მაინც კატეგორიულად […]
CNN – კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და კატარელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, კატარმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლის შესახებაც ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მათ კატარელ კოლეგებს შორის საუბარი ორი კვირის წინ შედგა. კატარმა დოჰაში მყოფ „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ერთი კვირის წინ აცნობა, რომ ქვეყანა […]
გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპზე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველი ადგილი დაიკავეს

კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩვენი ქვეყნის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში – გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპზე იაპონიაში, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმოუდგენელი კონკურენციის პირობებში, იაპონიაში, სადაც ფავორიტად ითვლებოდა მასპინძელი ქვეყნის სპორტული წყვილი, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, რიკუ მიური და რიუჩი კიხარა, სერიოზული უპირატესობით და შეუდარებლად შესრულებული თავისუფალი პროგრამით, 213,05 ქულით პირველი ადგილი და ოქროს […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით – საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!

ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. „ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი – ახლა დროა საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!“ – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი. ცნობისთვის, გუშინ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა […]