“გრემის” ნომინაციები და ნომიმანტები გამოცხადდა

შეერთებულ შტატებში გამოცხადდა პოპმუსიკის სფეროში მთავარი ჯილდოს, „გრემის“ ნომინანტთა სია. მას ყოველწლიურად გასცემს ხმის ჩამწერი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია (NARAS). 2024 წლის ჯილდოები 94 კატეგორიაში გაიცემა. პრიზისთვის ბრძოლას მომღერალი ბიონსე ლიდერობს. მას აქვს 11 ნომინაცია ოთხ ჟანრში, მათ შორისაა: „წლის ალბომი“ – 2024 წელს ჩაწერილი ალბომისთვის „Cowboy Carter“, „წლის სიმღერა“, „საუკეთესო ხმის ჩანაწერი“. რეპერებს […]
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმების პროგრამა იწყება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და […]
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ზრდას პროგნოზირებენ

ბოლო თვეებში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, – უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი, ვაჟა მებაღიშვილი, ამას არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში ხდება. “ბევრ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის შეძენა დროებით, სანამ სიტუაცია დარეგულირდება, დალოდება ურჩევნია, რომ შემდეგ შეიძინოს მისთვის სასურველი უძრავი […]
Fed-მა საპროცენტო განაკვეთი კიდევ 25 პუნქტით შეამცირა

აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აგრძელებს. გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, აშშ-ის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა განაკვეთი ზედიზედ მეორედ შეამცირა, თუმცა წინა შემცირებისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ პროცენტის მეოთხედით, 25 პუნქტით. ფედერალური რეზერვის ოფიციალური პირების განცხადებით, უწყებას ამ გადაწყვეტილების მიღებას ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და სამიზნე 2%-თან მიახლოება უადვილებს. ფედერალური რეზერვის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ორდღიანი შეხვედრის შემდეგ […]
საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა – შალვა პაპუაშვილმა ბანკირებს პროფესიული დღე მიულოცა

ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. „დღეს, ბანკირის პროფესიულ დღეს, შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის […]
პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ
პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ „ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები “გაიყვანეს საქმეში.” ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე “მათი ემიგრანტების” შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია – ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა […]
გიგი წერეთელი – 26 ოქტომბრს ჩატარებული არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

ორშაბათს ჩამოდიან ევროპის ქვეყნების ლიდერები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს“,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი შეფასებით, 26-ს ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ […]
Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 8 ნოემბერს კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა და თბილისის დროით 20:30 საათისთვის $317,60 შეადგინა. აქციების ზრდით ტესლას საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამგვარად, Tesla-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. კომპანიის აქციები, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ილონ მასკია, მას შემდეგ გაიზარდა, რაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ […]
ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ. ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოში ჩატარებული არჩევნების ნეგატიურად შეფასების და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე მწვავე განცხადებები გაკეთდება და არ […]
პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. BBC-ის ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. […]