ვინ შეიძლება შევიდეს ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში?

დონალდ ტრამპი უკვე მუშაობს გუნდის შერჩევაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში მასთან იმუშავებს. პირველი ასეთი პერსონა ხუთშაბათს დასახელდა, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად თავისი საარჩევნო კამპანიის „მენტორს“, სუზი უაილსს დანიშნავს. თავისი მომავალი მინისტრებისა და მრჩევლების პირველ სიას დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 20 იანვრის ინაუგურაციამდე გაცილებით ადრე, „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ წარადგენს. […]

ირანი აშშ-ის ბრალდებებს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს

ირანის ხელისუფლება უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით. აშშ-ის ოფიციალური პირების წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობებში ირანის მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ უსაფუძვლო უწოდა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიუთითა წარსულში გაკეთებულ მსგავს ბრალდებებზე, რომლებიც ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კატეგორიულად უარყო და დაადასტურა მათი სიცრუე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, […]

საქართველო ევროპაა და არა რუსეთი! – ჟიგიმანტას პავილიონისი

ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. „ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი – ახლა დროა საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!“ – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი. ცნობისთვის, გუშინ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა […]

გერმანიის კანცლერი ვადამდელი არჩევნების თარიღზე ოპოზიციასთან იმსჯელებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღზე იმსჯელებს, იქამდე კი მათ წლის ბოლომდე მისაღებ კანონებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია შვიდ ნოემბერს დაიშალა. რამდენიმე დღით ადრე, ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა (“თავისუფალი დემოკრატები”) შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გადასახადების შემცირებასა და დერეგულაციაზე იყო საუბარი. ოლაფ შოლცის “სოციალ-დემოკრატებისა” და “მწვანეებისათვის” […]

მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა – Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა

Playboy-ს მოდელმა ანტონელა აველანდამ განაცხადა, რომ როდესაც 18 წლის იყო და მის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ მისი შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. “დიეგო მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ჩემი ვარსკვლავი, ჩემი კერპი. ძალიან პატარა ასაკში გავიცანი. მას ჩემი ფოტოები ექსკლუზიურად მივყიდე. მართლა მაგარი იყო. მან შეძლო ჩემში ისეთი ვარსკვლავი და სილამაზე დაენახა, […]

ხვიჩას “ინტერისთვის” არ გაუტანია, ასეთი კი ცოტა გუნდია – მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ!..

სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. კვირას, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მიიღებს. 11 ტურის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად […]

გიგი წერეთელი – ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას და ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში პროტესტის განცდა – ოპოზიცია ძალიან კოორდინირებულად მუშაობს

თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას და ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იქნება პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან და იმ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ოპოზიცია ძალიან კოორდინირებულად მუშაობს“. „კოორდინაცია არის პრეზიდენტთანაც, […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 51 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 18 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. საჰაერო ძალების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ოდესის ოლქი იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, […]

იძებნება ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღეს ინფორმაცია აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალის გამოკვლევით, ცოფი დაადასტურა. სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. “სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად […]

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის, მუხრანის, ჭილაიას, ინდუსტრიის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ილორის, ზესტაფონის, ბაგინეთის, წიწამურის, ხვინგიას, […]