ზელენსკისა და ტრამპს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია, შეხვედრის მომზადება იწყება – სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ თქვა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, რაზეც მათი სატელეფონო საუბარი მიუთითებს. მისივე თქმით, გუნდების მიერ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის მომზადება იწყება. ამის შესახებ სიბიჰამ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “პრეზიდენტ ზელენსკისა და […]
ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდებიან

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” – ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში. ცნობისთვის, 2020 […]
ტრამპის გუნდი: პირი, რომელმაც ყირიმის დაბრუნება გამორიცხა, ტრამპს არ წარმოადგენს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციის სპიკერმა თქვა, რომ ტრამპის კამპანიის მიერ დაქირავებული ბრაიან ლანზა, რომელმაც “რეალისტური მშვიდობის ხედვის” ფარგლებში უკრაინისთვის ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება გამორიცხა, ტრამპის სახელით არ საუბრობდა. პრეზიდენტის გარდამავალი ადმინისტრაციის სპიკერმა განმარტა, რომ ბრაიან ლანზა დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ სტრატეგად დაიქირავა, თუმცა არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობს. “ბრაიან ლანზა კამპანიის […]
წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

ვალენსიაში ათასობით ადამიანმა რეგიონის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებასა და ქმედებებში ადანაშაულებდნენ და ასევე აცხადებენ, რომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გასცეს. ესპანური მედიის ცნობით, აქციაში 130 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ : „ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ – […]
ტრამპი: ახალ ადმინისტრაციაში არ იქნება მაიკ პომპეო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალ ადმინისტრაციაში არ მიიწვეს ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. ტრამპმა ეს 10 ნოემბერს დაწერა თვის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში. გარდა პომპეოსა, ტრამპი ამბობს, რომ ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობა არ ექნება არც ნიკი ჰეილის, – ტრამპის პერიოდში აშშ-ის ელჩს გაეროში. „მე არ მოვიწვევ ყოფილ ელჩს, ნიკი ჰეილის, და ყოფილ […]
ეკოლოგიური სამშენებლო მასალები მარტივად ხელმისაწვდმი არაა – უძრავი ქონების კომპანია

“ეკოლოგიურ მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერ მაინც იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქციის გამოყენება ურჩევნიათ,” – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ქვეყანაში სამშენებლო ხარისხი გაგვეზარდა. ცხადია, ეკოლოგიური სამშენებლო მასალები მარტივად ხელმისაწვდმი არაა და კარგი იქნება, თუ ადგილობრივი საწარმოები დაინტერესდებიან. “ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც […]
სამწვრთნელო კარიერაში პირველად, გვარდიოლამ ზედიზედ 4 მატჩი წააგო – “სიტი” ამჯერად “ბრაიტონთან” დამარცხდა [VIDEO]

პრემიერლიგის მე-11 ტურში “ბრაიტონმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. 23-ე წუთზე “ქალაქელები” ერლინ ჰოლანმა დააწინაურა, მეორე ტაიმი “თოლიების” სრული უპირატესობით წარიმართა, ფაბიან ჰიურცელერის გუნდმა არაერთი შანსი მიიღო, თუმცა პირველი გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსულმა ჟოაო პედრომ 78-ე წუთზე მოახერხა. გატანილი გოლიდან 5 წუთში კი ასევე ცვლილებაზე შემოსულმა მეტ ო’რაილიმ “ბრაიტონი” წინ გაიყვანა და […]
“რადიო ქალაქის“ განვითარების პირველი ეტაპი დასრულდა – საბოლოოდ როდის დასრულდება პროექტი?

გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცის, “რადიო ქალაქი” პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა განაცხადა. რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 12 ჰა-ზეა განთავსებული. პროექტის მიზანი, ურბანულ გარემოში მულტიფუნქციური, დინამიკური და ინოვაციური სივრცის მოწყობაა. სივრცე სრულად ადგილობრივი საჭიროებების მიხედვითაა შექმნილი. ამასთან, ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ […]
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია – “ატლანტამ” ლიონელ მესის მაიამის “ინტერი” პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]

MLS-ის პლეი-ოფში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” რეგულარული სეზონის გამარჯვებულ მაიამის “ინტერს” გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე მატიას როხასმა გახსნა, ორ წუთიან ინტერვალში კი ჯამალ ტიარემ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი “ატლანტა იუნაიტედმა” მოიგო. 65-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ბართოშ სლისზმა “ატლანტა იუნაიტედისთვის” გამარჯვების მომტანი გოლი […]
მთავრობის კაბინეტის პოტენციური წევრების გრძელი სია, რომელიც ტრამპის გუნდისგან შემოწმებას ელის

დონალდ ტრამპის ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებისთანავე, ახალი მარათონი დაიწყო. დონალდ ტრამპს 11-კვირიანი ინტერვალი აქვს ახალი ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად, რომელიც 20 იანვარს ქვეყნის მმართველობის გასაგრძელებლად მზად უნდა იყოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედის ათასობით დანიშნული მოხელე, მაგრამ არჩევნების მომდევნო პირველ კვირაში, ყურადღება გამახვილდება იმ ადამიანების დასახელებაზე, ვინც პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში წამყვან პოსტებს დაიკავებს. კაბინეტის წევრი ტრადიციულად არის ვიცე-პრეზიდენტი და […]