დღეს წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტეს ხსენების დღეა

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის […]
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში – 4 – 10 ნოემბერი

გთავაზობთ გასული კვირის – 4-10 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს რომელიმე თვის განმავლობაში ჰქონია. ამასთან, ბოლო ერთწლიან ჭრილში რეზერვები 1 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
დიდი მატჩის მოლოდინი – ისევ გაიტანს კვარაცხელია “სან სიროზე”?

დღეს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ინტერს” დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში სახლში “არსენალს” 1:0 მოუგო. “ინტერი” განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე ასპარეზობს, სადაც ჩემპიონატის ზედიზედ 28 მატჩში გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ “ლილს” (30) და “ბარსელონას” (28) ჩამორჩება. “ნაპოლიმ” კი ბოლო ოთხ გასვლით შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. […]
დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ალექსინის ქიმიურ ქარხანაზე

9 ნოემბრის ღამეს დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ტულის რეგიონის ქალაქ ალექსინს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ისინი ალექსინის ქიმიურ ქარხანას შეეჯახა. იმავეს იტყობინება RBC-Ukraine და სხვა უკრაინული მედია უშიშროების სამსახურში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დრონებით თავდასხმა ქალაქზე, მაგრამ კომენტარს არ აკეთებს ცნობებზე, რომ დრონებმა ქარხანა დააზიანეს. ოციალურ მედიაში მოსახლეობა წერს, რომ […]
კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებაზე ჯერ-ჯერობით აღარ იშუამავლებს

9 ნოემბერს დიპლომატიურმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს შეატყობინა, რომ კატარმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და გააფრთხილა ჰამასი, რომ დაჯგუფების ოფისი დოჰაში “აღარ ემსახურება თავის მიზანს”. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირის ტერორისტთა სიაშია შეტანილი. კატარი უარს იტყვის შუამავლის როლზე მძევლების გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, სანამ ისრაელი […]
პენალტის ფასი… “თელავმა” მოიგო, “სამტრედია”-“დინამო თბილისი” ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ქვედა ნაწილში შეიცვალა მდგომარეობა, “თელავმა” კონკურენტ ფოთის “კოლხეთი 1913”-ს მოუგო, ხოლო აუტსაიდერმა “სამტრედიამ” ფრედ ითამაშა “დინამო თბილისთან”. თელავი 3:0 კოლხეთი 1913 “თელავმა” ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო. მეცხრე ადგილზე დარჩა, მაგრამ ზემოთ ანაცვლების შანსი გაეზარდა. ცხრილიც უფრო დამაინტრიგებელი გახდა. აი, “კოლხეთი 1913”-ს კი 11-მატჩიანი მოუგებელი […]
მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ – ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე

მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გერმანიის საელჩოს განცხადების შეფასებისას. „რაც შეეხება გერმანიას, თავის დიდი პრობლემები აქვს. კოალიცია დაეშალათ და როგორც ვიცი, ახლა მარტში უწევთ უკვე არჩევნები. ვიმედოვნებ, მშვიდობიანად ჩაატარებენ ამ არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი გვაქვს. […]
არასრული 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში
არასრული 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საფიქრალი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტურია პრემიერის, ბატონი ირაკლი კობახიძის […]
ფონ დერ ლაიენმა ტრამპს ევროკავშირისთვის მეტი გაზის მიწოდება შესთავაზა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შესთავაზა, მეტი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროკავშირს რუსეთიდან მიღებული ენერგომატარებლების სანაცვლოდ. ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპთან ხუთშაბათს. “საერთო ინტერესები, მაგალითად, – არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც შევეხეთ, ვერ ვიტყოდი, რომ განვიხილეთ, – ეს … არის თხევადი ბუნებრივი აირი”, […]
ტრამპმა შეიძლება წინადადება წამოაყენოს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბუფერული ზონის შექმნაზე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება წინადადებით გამოვიდეს, რომ ევროპულმა და ბრიტანულმა ჯარებმა – ორ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმედებების გაყინვის გეგმის ჩარჩოებში – უზრუნველყონ ათასზე მეტი კილომეტრის ბუფერული ზონა რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის. ამის შესახებ წერს The Telegraph-ი ტრამპის გარემოცვიდან წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემასთან მოსაუბრეთა თქმით, გეგმა ითვალისწინებს, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვას, ხოლო უკრაინა უნდა […]