რუსებმა ნიკოლაევს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და ნიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი დელეგაციისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებს“. მისი თქმით, საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს […]

“შავმა ზღვამ პირველივე ღელვისთანავე შესაძლოა ყველაფერი ჩარეცხოს”- ჩხობაძე ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე

ბოლო ინფორმაციით, ბათუმის ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ყველა წინარე კვლევითი სამუშაო დასრულებულია და ამ დროისთვის გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. საუბარია ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ახორციელებს. მშენებლობის პარალელურად არ წყდება გარემოსდამცველთა კრიტიკა. წყლის დაბინძურება, კლიმატის ცვლილებაზე გავლენა, ბუნდოვანი სატრანსპორტო პოლიტიკა და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ბათუმში ხელოვნური […]

ოსიმენის დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში და თანაგუნდელისთვის მიძღვნილი გოლი [VIDEO]

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში “გალათასარაიმ” “სამსუნსპორს” უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, ნიგერიელმა გატანილი გოლი მის თანაგუნდელს, მაურო იკარდის მიუძღვნა, მოგეხსენებათ, არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და თურქულ გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. 50-ე წუთზე “სამსუნსპორის” ნახევარმცველმა ოლივერ ნჩამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე […]

პაპუაშვილი: 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეებს შეხვედრაზე უარი ვუთხარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. მისივე თქმით, მან დელეგაციას უარის მიზეზი წერილობით განუმარტა. “როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან […]

ხუთამდე გაიზარდა ნიკოლაევზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ხუთამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ დღეს დილით იუწყებიან ნიკოლაევის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი. გამთენიისას დადასტურებული იყო ორი ადამიანის სიკვდილი. სენკევიჩის ინფორმაციით, ნიკოლაევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს. […]

“სოსიედადმა” “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის მე-13 ტურში გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” “სოსიედადს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩი “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 33-ე წუთზე ანგარიში შერალდო ბეკერმა გახსნა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამრიგად, “ბარსა” მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი ლა ლიგის ცხრილში 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ […]

ბითაძის მეორე ორმაგი დუბლი და “ორლანდოს” ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

როცა გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულშია, მისგან ორმაგ დუბლს უნდა ელოდე. “ორლანდო მეჯიქმა” “ვაშინგტონ ვიზარდს” უმასპინძლა და დამაჯერებლად რომ სძლია, ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაცაა. ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა მაღალი პროცენტულობით ესროლა და 6 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო. […]

პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, […]

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას – შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე

შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომელმაც თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას […]