მიხაილ როთი – გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად – საქართველო ევროპაა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თბილისში გაემგზავრა. „გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ჟიგიმანტას პავილიონისთან, მარკო მიხელსონთან, ინარა მურნიეცესთან, იუკა კოპრასთან, ფრედერიკ პეტისთან, ერიკ ოტოსონთან და მიჰაუ კამინსკისთან ერთად“, – წერს მიხელსონი პლატფორმა X-ზე. „მოუთმენლად ველით პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, […]
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, […]
პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება

11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან.
DuChef-ის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა – “მომხმარებლების 40% უცხოელია“

„გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაგვეზარდა. მომხმარებლების 40% უცხოელია“, – ამის შესახებ საკონდიტრო „დუშეფის“ დამფუძნებელმა, ხათუნა ბაკურაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. “დუშეფი” ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ევროპულ, განსხვავებულ და კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. გარდა “დუშეფის” კაფესა, რომელიც თბილისში ორ მისამართზე მდებარეობს, ის სასწავლო სკოლასაც აერთიანებს. საკონდიტროს დამფუძნებლის ინფორმაციით, „დუშეფი“ კვლავ ორი ფილიალითაა […]
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მან დელეგაციას უარის თქმის მიზეზი წერილობით განუმარტა და ის წერილის შინაარსს აქვეყნებს. კერძოდ, პაპუაშვილი დელეგაციისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის […]
დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

11 ნოემბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის, მუხრანის, ჭილაიას, ინდუსტრიის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ილორის, ზესტაფონის, ბაგინეთის, წიწამურის, ხვინგიას, წინანაურის, კნოლევის, თიანეთის, გუდამაყრის, ტიბაანის, გარეჯელის […]
უკრაინაში უარყოფენ, რომ წინასწარ იცოდნენ ტრამპს და პუტინს შორის დაგეგმილი საუბრის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს, რომ კიევი წინასწარ იყო ინფორმირებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ. ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 10 ნოემბერს დაწერა, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით 7 ნოემბერს ესაუბრა, მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინაში შემდგომი ესკალაციისგან და შეახსენა, რომ აშშ-ს ევროპაში […]
დონალდ ტრამპმა და ოლაფ შოლცმა აშშ-სა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ლიდერებმა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „გრძელვადიანი თანამშრომლობის“ გაგრძელების საკითხი განიხილეს. ასევე, საუბრისას მხარეებმა განიხილეს “აქტუალური გეოპოლიტიკური საკითხები” და შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად.
ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა – „ვაშინგტონ პოსტი“

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის […]
უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო, მსხვერპლია ზაპოროჟიესა და ნიკოლაევში

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დღევანდელი ავიადარტყმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი მოზარდია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 11 ნოემბერს, 01:30 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს სამი ავიადარტყმა. აფეთქების ტალღამ ნაწილობრივ დაანგრია 2-სართულიანი სახლი, საერთო საცხოვრებელი და ავტოსალონი. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის […]