„11 ნოემბერს, 11-ის 11 წუთზე ენერგეტიკული პორტალი იხსნება…“ – რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს

11 ნოემბერს, 11-ის 11 წუთზე ენერგეტიკული პორტალი იხსნება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს: „წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, იხსნება ენერგეტიკული პორტალი – 11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე. სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა. (გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ, რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად) მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას, დაულოცეთ ყველა […]

შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დღეს თბილისში აქცია აანონსებს

შვედმა აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, – წერს აქტივისტი პლატფორმა აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც ტუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ. ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის […]

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით […]

ოთარ შამუგია – მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ […]

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია წმ. მარტინის დღეს აღნიშნავს

11 ნოემბერს, ლუთერები წმ. მარტინის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს რომაელმა ჯარისკაცმა მარტინმა მათხოვარს მოსასხამი მისცა, რომელიც იმავე ღამეს, სიზმარში იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა. მარტინი სასულიერო პირი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის წმინდანად შერაცხეს. მარტინი მათხოვრების და მეომრების მფარველ წმინდანად ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას დღესასწაულს […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: „სანქციები ივანიშვილს“, „საქართველო არის ევროპა“. აქციას ასევე ორგანიზაცია „დაიტოვეს” წევრებიც შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, ორბელიანების სასახლესთან აქციის მიზანია, რომ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ […]

8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია. პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც ცნობილია, მთვარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება იქნება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც […]

ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ ზარზმელი (+900)

წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა. სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. […]

შალვა პაპუაშვილი – როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს

როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, მან უარი უთხრა შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ჩამოდის და რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ხელმძღვანელობს. პაპუაშვილი წერილს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე ქვეყნის […]