GITA-ს მხარდაჭერით, წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 3-4 დეკემბერს რუსთაველის თეატრი წლის შემაჯამებელ ტექნოლოგიურ სამიტს – TOUCH24 უმასპინძლებს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. ორდღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება – 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტი დელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა ტიპის სესიები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, პარალელური […]
ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ლევან მგალობლიშვილმა პეტრ კუბერნატს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა. „შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე […]
თინა ბოკუჩავა – არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია

ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია, არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვითხოვთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორის, არც ევროკავშირისგან, რადგან […]
მიხაილ როთი – გლობალური ომის პარტია არსებობს და ის რუსეთია

გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა : „ვინ არის გლობალური ომის პარტია?“ „გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი […]
15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 13 ნოემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი

15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში, 12 ნოემბერს, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 ნოემბერს დღის […]
ოპოზიციური კოალიციები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს. როგორც მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, აქციაზე მივა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც. “დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა! აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების […]
„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს EU-ში გაწევრიანების გარანტი, იტყუება – პავილიონისი

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. EU-ში მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. ქართული ოცნება, როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს EU-ში გაწევრიანების გარანტი, იტყუება, – ამის შესახებ თქვა ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7253 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7253 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7238 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 8 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7247 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9345 ლარია.
“ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან“- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არის მართლაც ევროპული, თუმცა ხელისუფლება არ არის დემოკრატიული. “ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. […]
პოლონელი პარლამენტარი – აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში, ახლა ვიმყოფები, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა – აქ ვართ საქართველოსადმი სიმპათიების გამო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც დავარქვათ

ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ახლა ვიმყოფები იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არაა, მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან […]