ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! – მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან

„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „ჩვენ ვეტყვით ყველაფერ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში. დავუდებთ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისზე მეტია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, ჩვენი […]

თუ ლარისადმი საზოგადოების განწყობა შეიცვლება, სავალუტო რეზერვებისგან ნამცეციც აღარ დარჩება – ნიკოლოზ შურღაია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შემცირდა, ერთი წლის ვადაში კი – ერთი მილიარდი დოლარით. ფინანსისტს ნიკოლოზ შურღაიას თქმით, ბოლო ხუთ წელიწადში რეზერვები მხოლოდ 15%-ით არის გაზრდილი, რაც არასაკმარისია. „5 წლის წინ, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები იყო 3,2 მილიარდი ლარი, ახლა არის- 3,6-3,8 მილიარდი ლარი. ამასთან, ფულის […]

რომის ღია პირველობაზე ძიუდოში ქართული ფინალი შედგა

რომის ღია პირველობაზე ქართული ფინალი შედგა. 81კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ორი ქართველი ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი და ირაკლი ბეროშვილი დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალი ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა, ვერცხლი კი ირაკლი ბეროშვილს ერგო.

მადრიდის “რეალი” დარწმუნებულია, რომ არნოლდი “ლივერპულთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეძენით ინტერესდება. Marca-ს ინფორმაციით, “ბლანკოსი” დარწმუნებულია, რომ ინგლისელს უფასოდ გაიფორმებენ, რადგან ფიქრობენ, რომ არნოლდი “მერსისაიდელებთან” კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. ტრენტს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, არნოლდი “სქაუზერების” აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 2016 წლიდან ასპარეზობს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვის ოლქში „განადგურებულია” მოიერიშე ვერტმფრენი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში „დაწვეს“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი მი-24. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის 92-ე ესკადრილიის ვერტმფრენი „განადგურებულია“ 9-დან 10 ნოემბრის ღამით, მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე „კლინ-5“. დაზვერვის მთავარი სამმართველო არ აკონკრეტებს რის შედეგად „განადგურდა“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი და იყო თუ არა ეს მოსკოვის ოლქზე დრონებით […]

გრეტა თუნბერგი თბილისში, „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ აქციას აანონსებს

საქართველოში მყოფი შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ის დაწყებამდე, დღეს, 11 ნოემბერს თბილისში „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ აქციას აანონსებს, რომელსაც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ აქტივისტებთან ერთად გამართავს. როგორც აქტივისტი წერს, „კავკასიის რეგიონში ივანიშვილი, პუტინი ერდოღანი, ასევე ირანის თეოკრატიული რეჟიმი კონტროლს აძლიერებენ, ავიწროებენ საკუთარ ხალხს, აზერბაიჯანი კი კლიმატის კონფერენციას ფასადისთვის იყენებს, აძლიერებს რა […]

კონფლიქტები მხოლოდ სასაფლაოზე არ გვხვდება და მე იქ არ მეჩქარება – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილს

„ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას. ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა. „ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, იგი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ […]

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, სადაც 82 ქვეყნის საუკეთესო სამბისტები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცეჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ); ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ (88 კგ), დავით ლორიაშვილმა (98 კგ) და გიორგი […]

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესცენტრი “ახალი ატრიუმი” შენდება

თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნესცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს. “ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანრძო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება. ატრიუმის სტილის ბიზნესცენტრში ბუნებრივი მზის შუქი, […]

თინა ბოკუჩავა – ალბათ, პაპუაშვილს „ჰამასის“, რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას წარმომადგენლები უნდა ესტუმრონ, რომ შეხვედრაზე დათანხმდეს

ვაპირებთ, ევროკავშირის წარმომადგენლებს მივმართოთ შეთავაზებით, რომ როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში, საქართველოში დაიშვას საერთაშორისო და კონკრეტულად, ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბი დადგინდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, […]