თიბისი ლიზინგის და რენო საქართველოს სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას

თიბისი ლიზინგის და რენო საქართველოს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ 10%-დან თანამონაწილეობით და უპრეცედენტო ფასით შეიძინოს ახალი ავტომობილი, Captur ან Koleos. სპეციალური პირობები ასევე მოიცავს განაცხადის განხილვისა და დაფინანსების გამარტივებულ პროცედურებს; აქციის პერიოდში, 10 დეკემბრის ჩათვლით, ავტომობილის შეძენა შესაძლებელია შემოსავლების დადასტურების გარეშე, განაცხადის განხილვიდან 1 საათში. Renault Koleos, პრემიუმ კლასის SUV, 4X4-ზე წამყვანი […]

სოხუმში დაძაბულობის გამო ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს, გვიან ღამით ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მას წინ უძღოდა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „რესპუბლიკური ტრასის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის“ გამო გამართულ სხდომაზე „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა“ ბჟანიას „მოახსენეს ზომები, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა თბილისის რაიონის რამდენიმე უბანს, მცხეთის რაიონისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

კურსკის ოპერაციის წყალობით, საოკუპაციო არმიის 50 000 ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე ვერ განლაგდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა […]

CNN – დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, სენატორ მარკო რუბიოს დაასახელებს, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კი მაიკ უოლტსი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა. ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელისე სტეფანიკი […]

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ხელმოწერილი თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პაქტის რატიფიკაციის შესახებ განკარგულებას ხელი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა და დოკუმენტი ძალაში მაშინ შევა, როდესაც მხარეები რატიფიკაციის ინსტრუმენტებს გაცვლიან. ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი ორი დღის წინ […]

გუბერნატორი – ბელგოროდში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო […]

“ნაპოლიმ” ნერესი იმისათვის აიყვანა, რათა კვარაცხელიას ალტერ ეგო იყოს” – ფიფას აგენტი

ფიფას ბრაზილიელმა საფეხბურთო აგენტმა საბატინო დიურანტმა რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში „ნაპოლის“ თანამემამულე ფეხბურთელებზე – „ბეტისში“ განათხოვრებულ მცველზე ნათანზე და გარემარბ დავიდ ნერესზე ისაუბრა: „ნათანი მივიდა გუნდში, რომელიც ფაქტიურად თავიდან აიწყო. ამასთან, როდესაც ბრაზილიიდან იტალიაში ჩადიხარ, ყველაფერი სხვაგვარადაა: კვება, ვარჯიში, თამაში. ბრაზილიელები უკეთ ბურთის ფლობისას ირჯებიან, არასოდეს არ ბრუნდებიან დაცვის დასახმარებლად. ის სრულიად განსხვავებულ სამყაროში […]

“აფხაზებო, გაიღვიძეთ, 37 წელი იწყება” – ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, ხალხმა გუმისთის ხიდი გადაკეტა. მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ მობილიზებილნი და ჭიშკრის შემტვრევას ცდილობდნენ, რასაც დაკავებების მეორე ტალღა მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიზეზი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაა, რომლითაც, აფხაზების თქმით, აფხაზეთი რუსეთზე გაყიდული და დამოკიდებული ხდება მანამდე ე.წ. ოპოზიციამ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება დააანონსა, ამ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე […]

მედია – ოკუპირებულ აფხაზეთში “ოპოზიციონერები” დააკავეს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია “ტელეგრამ არხებზე” გავრცელდა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში “საჯარო შეხვედრიდან” დაბრუნებული “ოპოზიციონერები” ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა […]