მედია – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერები დააკავეს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობამდე სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია “ტელეგრამ არხებზე” გავრცელდა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში “საჯარო შეხვედრიდან” დაბრუნებული ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა გუმისთას […]

ბორელი: ევროკავშირი წელს შეასრულებს უკრაინისთვის მილიონი ჭურვის მიწოდების პირობას

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ბლოკი დაგვიანებით, თუმცა მიმდინარე წელსვე შეასრულებს უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემის პირობას. კიევში ვიზიტით მყოფმა ბორელმა გამოცემა European Pravda-ს 11 ნოემბერს უთხრა, რომ ევროკავშირმა ამ დრომდე უკრაინას მიაწოდა 980 000-მდე ჭურვი. “ვიცი, რომ ჩვენი პირობით ამ დონისთვის გაზაფხულზე უნდა მიგვეღწია – და ეს ვერ შევძელით. მაგრამ ჩვენ შევძლებთ […]

უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის მოსამზადებლად თურქეთში ჩავიდა

16 ნოემბერს, ერთა ლიგის B1 ჯგუფში, მეხუთე, ბოლოსწინა ტურში საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს. ჩეხეთი 7 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, უკრაინას – 4. გამარჯვებული პირდაპირ A ლიგაში გადავა, მეორე ადგილზე გასული პლეი-ოფში A ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება, გუნდი, რომელიც მესამე პოზიციას დაიკავებს, B ლიგაში დასარჩენად C ლიგის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო რომელიც […]

სასტუმრო Chalet Akhaltsikhe ახალ ნომრებს ამატებს

სასტუმრო Chalet Akhaltsikhe, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს, სოფელ საძელში 8 წელია ოპერირებს, ობიექტს ახალ ნომრებს ამატებს. ამის შესახებ ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, მარიანა ბალასანიანმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა. მისივე ცნობით, სასტუმრო ჯამში 8 ნომრისგან შედგება, თუმცა ობიექტს წლის ბოლომდე მე-9 ნომერი უნდა დაემატოს. სასტუმრო ძირითადად უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობს და სტუმრებს მშვიდ გარემოსთან ერთად, ტრადიციული ქართული გემოებსა და […]

ბიტკოინის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა 125 000 დოლარი გახდეს – პიტერ ბრანდტის პროგნოზი

გამოცდილმა ტრეიდერმა და ცნობილმა ჩარტისტმა პიტერ ბრანდტმა ბიტკოინის ოპტიმისტური პერსპექტივის შესახებ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს გადააჭარბა, პიტერ ბრანდტმა თქვა, რომ ახალი წლისთვის ბიტკოინის ღირებულება 125 000 დოლარი იქნება. ცნობისთვის, ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ბიტკოინმა 80 000 დოლარის ზღვარი […]

ბოლო 3 თვის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, 8.28 მლნ ლარის არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ,საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობააღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორცფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში – 8 278 880,09 ლარი (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის […]

“ლოკოკინაზე მოთხოვნა ხელოვნურად შექმნეს და რეალურად, ბევრი ფერმა პროდუქციას ვერ ყიდის“ – ფერმა

“ჩემი გადმოსახედიდან, ლოკოკინაზე მოთხოვნა ხელოვნურად შექმნეს და რეალურად ბევრი ფერმა პროდუქციას ვერ ყიდის“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ახალციხეში მდებარე ლოკოკინების ფერმის დამფუძნებელმა, ზურაბ სადათიერაშვილმა განაცხადა. მისივე ცნობით, ლოკოკინაზე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნის პარალელურად, საქართველოში არაერთი ფერმერული მეურნეობა შეიქმნა. შედეგად, ზოგიერთი მათგანი გაკოტრების პირასაა და ზოგიც დაიხურა. „ჩემი გადმოსახედიდან, ლოკოკინაზე ქვეყნის მასშტაბით მოთხოვნა, ხელოვნურად შექმნეს. ამის პარალელურად, […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ოპოზიციონერები დააკავეს, მოქალაქეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ

აფხაზური ტელეგრამ არხები ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების შესახებ იუწყებიან. ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებისას დააკავეს და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას ეხო კავკაზა რესპუბლიკაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულების ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს მათი გათავისუფლების მოთხოვნით. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუმისთის ხიდი […]

რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი. „ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ: მიხაელ როთი „მოხარული ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მოგვწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში არის […]

აკაკი ბობოხიძე – არანაირი დათმობა გარდა ხელახალი არჩევნებისა არ შეიძლება იყოს „ქართულ ოცნებასთან“ მომავალი შეთანხმების საგანი

პარტნიორები ახლა ასე გვიყურებენ: თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული ძალაუფლება წაართვას, სახელმწიფოსთან ურთიერთობას დააპირებენ, ოღონდ, ხელისუფლებაში არალეგიტიმური „ქართული ოცნება იქნება , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დააპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის […]